საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის: სოციალურ მომსახურებაზე წვდომის გაუმჯობესება დროებით ადგილნაცვალი პირებისთვის
აგვისტო 17, 2022

საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის: სოციალურ მომსახურებაზე წვდომის გაუმჯობესება დროებით ადგილნაცვალი პირებისთვის


გამოცხადდა საგრანტო კონკურსი საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. მისი მიზანი ქვეყნის შიგნით დროებით ადგილნაცვალი პირებისთვის სოციალური მომსახურებების მუნიციპალურ დონეზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.

კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და Expertise France-ისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტის, „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“, ფარგლებში ტარდება. მისი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო ორგანიზაციებს სოციალური მომსახურების გაუმჯობესებაში და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა თუ სოციალური დაცვის უფლებების გაძლიერების საკითხებში.

საგრანტო კონკურსზე პროექტების წარდგენა შემდეგი სახის საქმიანობათა განსახორციელებლადაა შესაძლებელი: სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილნაცვალი პირების მდგომარეობის სწრაფი შეფასება, მათთვის მუნიციპალური მომსახურების ხელმისაწვდომობის და მათი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; ამ სფეროში მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ინტერვიუების ჩატარება; ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით საკომუნიკაციო არხების და სოციალური პლატფორმების შეთავაზება; ადგილობრივი ტრენინგების და აქტივობების იმ მიზნით ორგანიზება, რომ ადგილნაცვალ პირებს მიეწოდოთ ინფორმაცია სოციალური დაცვის სერვისებისა თუ მათზე წვდომის მეთოდების შესახებ და სხვა.

საგრანტო დაფინანსების მაქსიმალური მოცულობაა 20,000 ევრო.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 20 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აგვისტო 20, 2022

შესაძლებლობის ტიპი


თემაზე

ნოემბერი 21, 2023

EU4Dialogue საქართველოს ოფისში პროექტის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ნოემბერი 16, 2023

Eurochambres: EU4BCC აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა დასაკავშირებლად ღონისძიებას მართავს

ნოემბერი 13, 2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისა და მისი შედეგების შესაფასებლად საგრანტო კონკურსი ცხადდება

ნოემბერი 10, 2023

დაიწყო რეგისტრაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სამუშაო სივრცეში ჯვარედინი ღირებულებების დანერგვის ონლაინკურსზე

ნოემბერი 7, 2023

TruthTechThon: მიიღე მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მედიაწიგნიერების ჰაკათონში 


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,