პლურალიზმი და დემოკრატია: „შემოქმედებითი ევროპა“ მედიის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის კონკურსს აცხადებს
ოქტომბერი 31, 2025

პლურალიზმი და დემოკრატია: „შემოქმედებითი ევროპა“ მედიის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის კონკურსს აცხადებს


ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს იმ ორგანიზაციებისთვის/შუამავლებისთვის, რომლებიც ახალი ამბების ჟურნალისტიკას დემოკრატიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სფეროებში უჭერენ მხარს. 

კონკურსის მეშვეობით მედიის სფეროში გამოცდილების მქონე ორგანიზაციები შეძლებენ,  შექმნან დაფინანსების მექანიზმი და გადაანაწილონ თანხები ახალ ამბებზე მომუშავე იმ მედიაორგანიზაციებზე, რომელთა მუშაობაც დემოკრატიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი და რეგიონული მედია, სათემო მედია, საგამომძიებლო ჟურნალისტიკა ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ახალ ამბებზე მომუშავე მედია. 

წელს ხელმისაწვდომი ბიუჯეტი 6.9 მილიონ ევროს შეადგენს. თითოეულ პროექტს მაქსიმუმ 2.5 მილიონი ევროს მოთხოვნა შეუძლია. თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა მთლიანი ხარჯების 90%-ს  შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ კონკურსის გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა საკუთარი პროექტები ნაწილობრივ უნდა დააფინანსონ (თუმცა მათ ბენეფიციარებს თანადაფინანსების ვალდებულება არ ექნებათ).

კონკურსი ეძებს შუამავალ ორგანიზაციებს, რომლებიც მედიის სფეროში აქტიურად მუშაობენ. ამ ორგანიზაციებს ფინანსური დახმარება იმისთვის მიეწოდებათ, რომ მათ ახალი ამბების ჟურნალისტიკის იმ სექტორებისთვის გამართონ დაფინანსების სქემები, რომლებსაც დაფინანსება ესაჭიროებათ. შესაბამისად, კონკურსი ღიაა ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა მედიის ასოციაციები, არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საჯარო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები, ჟურნალისტური ფონდები და მედიაპროფესიონალების გადამზადებაზე მომუშავე სამწვრთნელო ორგანიზაციები, აგრეთვე კომერციული ორგანიზაციები, ფონდები და სხვა. წინადადებების წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონსორციუმის სახით.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 4 თებერვალი.

კონკურსის თემა ერთ-ერთია იმ ორიდან, რომლებიც წელს  ჟურნალისტური პარტნიორობების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა. მეორე საკონკურსო თემა ეხება საზღვართაშორის მედიათანამშრომლობას და ის ასევე ღიაა საქართველოსთვის. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 4, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,