მადრიდში გამართულ „გლობალური კულტურული ურთიერთობების პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად კონკურსი დაიწყო
აპრილი 27, 2023

მადრიდში გამართულ „გლობალური კულტურული ურთიერთობების პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად კონკურსი დაიწყო


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა „კულტურული ურთიერთობების პლატფორმამ“ თავის საფლაგმანო „გლობალური კულტურული ურთიერთობების პროგრამის“ (GCRP) ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა. პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით ეძებს 40 პროფესიონალს, რომლებიც კულტურულ თუ შემოქმედებით სექტორებში ან კლიმატის ცვლილებებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობენ. 

სატრენინგო პროგრამა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, განივითარონ პროფესიული უნარები, გაიღრმაონ ცოდნა, დაამყარონ საერთაშორისო კავშირები და ჩაერთონ ინტერდისციპლინურ კულტურათაშორის თანამშრომლობაში.

პროგრამის მონაწილეები უნდა იყვნენ 25-39 წლის და უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო თანამშრომლობის სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება. კანდიდატები შეიძლება მუშაობდნენ შტატგარეშედ ან იყვნენ საჯარო, კერძო ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის თანამშრომლები.  

წელს GCRP ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, 10-13 ოქტომბერს ჩატარდება. პროგრამის ოფიციალური ენა კი ინგლისური იქნება. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 28 მაისი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

სააპლიკაციო ფორმა

დახურვის თარიღი:

მაისი 28, 2023

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,