ევროკავშირის საფლაგმანო ჟურნალისტურ კონკურსზე, ლორენცო ნატალის სახელობის მედია-პრიზზე განაცხადების მიღება დაიწყო. მასში მონაწილეობა საქართველოში მომუშავე მედიაორგანიზაციებსა და ჟურნალისტებსაც შეუძლიათ.
კონკურსი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომუშავე იმ ჟურნალისტების შრომას აფასებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს აშუქებენ.
ევროკომისია კონკურსში იწვევს ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა უთანასწორობა, სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, გარემოსდაცვა, ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება, ციფრული გარდაქმნა, სამუშაო ადგილები და დასაქმება, განათლება და უნარების განვითარება, მიგრაცია, ჯანდაცვა, მშვიდობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. განაცხადები ონლაინ მიიღება.
ჟურნალისტებს წერილობითი, აუდიოვიზუალური ან მულტიმედიური ნაშრომის წარდგენა ამ კატეგორიებში შეუძლიათ:
კონკურსზე მიიღება ნებისმიერ ენაზე შესრულებული რეპორტაჟი — იმ პირობით, რომ მას თან დაერთვება ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ ან პორტუგალიურ ენაზე შესრულებული თარგმანი.
თითოეული გამარჯვებული პრიზის სახით 10,000 ევროს მიიღებს. გარდა ამისა, საუკეთესო დამწყები ჟურნალისტის პრიზის მფლობელს პროექტის პარტნიორ მედიასაშუალებაშიც შესთავაზებენ სტაჟირებას.
გამარჯვებულებს 2024 წლის მეორე ნახევარში ბრიუსელში, ლორენცო ნატალის სახელობის მედია-პრიზის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოაცხადებენ.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,