ლაგოდეხში ახალგაზრდული ფესტივალი, „ადამიანი და პლანეტა“ გაიმართება 
ოქტომბერი 3, 2023

ლაგოდეხში ახალგაზრდული ფესტივალი, „ადამიანი და პლანეტა“ გაიმართება 


6-7 ოქტომბერს ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით, ფესტივალს, „ადამიანი და პლანეტა“, გამართავენ.

ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ფესტივალი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპები თუ კლიმატის ცვლილება. ფესტივალზე ასევე წარმოჩნდება, როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი საქართველოსა და მის მოქალაქეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ ინიციატივების საშუალებით, რომლებიც UNDP-ისთან პარტნიორობით ხორციელდება.

პროგრამის ნაწილია ევროკავშირისა და UNDP-ის პროექტის, „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“, მორიგი სესია, რომლის მომხსენებელიც გურიის რეგიონის სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა იქნება.

გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამაში შეტანილია ინტერაქციული თამაში საქართველოს ევროპული გზის შესახებ, ფოტოგრაფიის მასტერკლასი მოზარდებისთვის, ადგილობრივი თოჯინების თეატრის წარმოდგენა, „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ და საფეხბურთო მატჩი პარაოლიმპიელი სპორტსმენების მონაწილეობით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 8, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,