პროექტმა „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ (IA2M), რომლის თანადამფუძნებლები არიან ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP საქართველო), ქართული სოციალური საწარმოებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი „ინოვაციური გამოწვევა – სოციალური საწარმოები“ მიზნად ისახავს ქართული სოციალური საწარმოების მხარდაჭერას, რომელთაც სურთ ევროკავშირში და ევროპის ქვეყნებში ექსპორტის დაწყება, გაგრძელება და განახლება.
საკონკურსო განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2025 წლის 26 ნოემბრამდე.
ოთხწლიანი ინიციატივა „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ (IA2M), რომლის მთლიანი ბიუჯეტი 5,162,000 ევროა, მიზნად ისახავს მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებას საქართველოში; ეს მოხდება მათი პოტენციალის ზრდით ღირებულებათა ჯაჭვის გასაძლიერებლად და ევროკავშირის და ევროპის ბაზრებზე წვდომის უზრუნველსაყოფად.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,