კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის რუმინეთში Arts Lab 5.0 პროექტში მონაწილეობის მისაღებად
აგვისტო 4, 2023

კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის რუმინეთში Arts Lab 5.0 პროექტში მონაწილეობის მისაღებად


ახალგაზრდა ხელოვანებს საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ხელოვნების ლაბორატორიის (Arts Lab) მეხუთე კონკურსზე ბოლო ორი ადგილის მოსაპოვებლად იწვევენ. კონკურსი რუმინეთის ქალაქ ტირგუ-ფრუმოსში ევროპის სოლიდარობის კორპუსის ორგანიზებით ტარდება.

თუ ხარ 18-იდან 30 წლამდე ასაკის ხელოვანი, ნებისმიერი სახის გამოცდილებისა თუ განათლების დონის მიუხედავად შეგიძლია, მონაწილეობა მიიღო Arts Lab 5.0 პროექტში.

შერჩეული მოხალისეები ჩაერთვებიან ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ხელოვნების რეზიდენციები, ხელოვნების ლაბორატორიის ქარავნის მოგზაურობა რუმინეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში, შემოქმედებითი ინსტალაციებისა და ხელოვნების ნიმუშების შექმნა ახალგაზრდებთან ერთად, ფესტივალების და ღონისძიებების ორგანიზება და მრავალფეროვან აუდიტორიასთან დასაკავშირებლად ახალი გზების ძიება. მოხალისეების ნამუშევრები ქალაქის ოთხ ექსპერიმენტულ მუზეუმში განთავსდება.

მოხალისეებს საცხოვრებლით და საკვებისა და ჯიბის ფულით უზრუნველყოფენ.

პროექტს უკვე მიღებული აქვს 700-მდე განაცხადი და შერჩეული ჰყავს 10 მოხალისისგან შემდგარი გუნდი. ამ ეტაპზე კი დამატებით 2 ხელოვანია შესარჩევი. თუ გაქვთ პორტფოლიო, ხართ შრომისმოყვარე, გსურთ სხვადასხვა თემის გამოკვლევა, მოგზაურობა, ასეულობით ადამიანთან შეხვედრა და თანამშრომლობა, თანახმა ხართ, ოთახში სხვასთან ერთად იცხოვროთ და 11 სხვა ხელოვანთან ერთად იმუშაოთ, შეიტანეთ განაცხადი ამ ფორმის შევსების საშუალებით.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 6 აგვისტო.

მოხალისეთა მობილობა ექვს თვეს გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აგვისტო 6, 2023


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,