გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებთათვის დისტანციურად მუშაობის თემაზე ტრენინგი გამოცხადდა
აგვისტო 16, 2023

გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებთათვის დისტანციურად მუშაობის თემაზე ტრენინგი გამოცხადდა


საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირის მხარდაჭერით, დისტანციურად დასაქმების მსურველებისთვის უფასო ტრენინგკურსს იწყებს. 

კურსის გამვლელები გაიგებენ, რა შესაძლებლობები არსებობს დისტანციური დასაქმებისა თუ ფრილანსერობისთვის და გაეცნობიან შესაბამის პლატფორმებს. მათ აუხსნიან, როგორ განვითარდნენ პროფესიულად ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროგრამირება, გრაფიკული დიზაინი, კოპირაიტინგი, ციფრული მარკეტინგი თუ სოციალური მედიის მართვა. ისინი, ამასთან, საქმიანი კომუნიკაციისა და შემოსავლის მართვის საფუძვლებსაც შეისწავლიან.

კურსზე დასწრების მსურველმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

  • უკვე შეუსრულდა 16 წელი;
  • ცხოვრობს გურიაში, კახეთში ან ქვემო ქართლში;
  • აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი;
  • იცის ინგლისური მინიმუმ A2 დონეზე.

კურსი შედგება ათი შეხვედრისგან. მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეს სხვა პროფესიული კურსისთვის თანადაფინანსების მიღების შანსი მიეცემა.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აგვისტო 20, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,