გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობა: ევროკავშირი და UNDP სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონკურსს აცხადებს
აგვისტო 29, 2023

გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობა: ევროკავშირი და UNDP სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონკურსს აცხადებს


გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირის დაფინანსებით საპროექტო იდეების კონკურსი გამოაცხადა. საგრანტო კონკურსი პროექტის, „COBERM-ის შემდგომი განვითარება: ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის“ (FLIP), ფარგლებში ტარდება. 

კონკურსის მიზანია ადგილობრივ სამშვიდობო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესება; დიალოგისა და ნდობის აღდგენის ინიციატივებში ახალგაზრდების, ქალებისა და მარგინალიზებული ჯგუფების მონაწილეობის უზრუნველყოფა; და კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერა. 

კონკურსში მონაწილეობა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ფონდებს, სამეცნიერო დაწესებულებებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ. ინიციატივა FLIP მხარს უჭერს როგორც გამოცდილ, ისე ახალბედა თუ ნაკლებად გამოცდილ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ინიციატივა ეძებს საპროექტო იდეებს, რომელთა მიზანიცაა კონფლიქტით გაყოფილ თემებს შორის ნდობის აღდგენა და სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის თემებში კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. გარდა ამისა, პროგრამა დააფინანსებს ღონისძიებებს, რომლებიც კონფლიქტის და/ან კრიზისის თავიდან აცილებას ემსახურება. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 15, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,