ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გამჭვირვალობის სასტიპენდიო პროგრამა იწვევს მსურველებს, მონაწილეობა მიიღონ 2025 წლის 1-4 ივლისს დაგეგმილ პროგრამაში, რომელიც ორიენტირებულია სწავლებასა და გამოცდილების გაზიარებაზე.
პროგრამა მთავრობის სტრუქტურებში, სამოქალაქო საზოგადოების სექტორსა და მედიაორგანიზაციებში დასაქმებულ საშუალო და მაღალი რგოლის პროფესიონალებს სთავაზობს, გააფართოონ თავიანთი კავშირები, ცოდნა, მოტივაცია და ადვოკატირების უნარები ადგილობრივ და/ან საერთაშორისო დონეზე ანტიკორუფციული საქმიანობის და კარგი მმართველობის ხელშესაწყობად. საქართველოში ეს ინიციატივა ხელმისაწვდომია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.
პროგრამა მოიცავს საველე ვიზიტებს ვილნიუსსა (ლიეტუვა) და რიგაში (ლატვია) მოქმედ სახელმწიფო უწყებებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიაორგანიზაციებში. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გააგრძელონ თანამშრომლობა ღია მმართველობის პარტნიორობასთან და მონაწილეობა მიიღონ გლობალურ ღონისძიებებში.
ღია მმართველობის პარტნიორობა სრულად დააფინანსებს შვიდ სტიპენდიატს, რაც მოიცავს პროგრამის ხარჯების, მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების საფასურის დაფარვას. დამატებით, პროგრამაში საკუთარი ხარჯებით მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება მაქსიმუმ სამ ადამიანს. პროგრამის ღირებულება ( საერთაშორისო ტრანსპორტირების, ვიზისა და დაზღვევის ხარჯების გამოკლებით) 2,250 ევროს შეადგენს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 18 მაისი.
ღია მმართველობის პარტნიორობის გამჭვირვალობის სასტიპენდიო პროგრამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – ლიეტუვა“ და ღია მმართველობის პარტნიორობა ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,