საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა კარგი მმართველობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების განსამტკიცებლად.
კონკურსის კონკრეტული ამოცანებია:
განაცხადის შეტანა შეუძლიათ ერთ მთავარ აპლიკანტსა და, სულ მცირე, ერთ თანააპლიკანტს. მთავარი განმცხადებელი უნდა იყოს იურიდიული პირი, არაკომერციული ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც დაარსებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, საქართველოში ან კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში — როგორც ეს სამეზობლოს, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის (NDICI) საბაზისო აქტით არის გათვალისწინებული (იხილეთ მუხლი 28(1)).
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 27 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,