ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართული ორგანიზაციებისთვის თურქეთში ტრენინგი მოეწყობა
აპრილი 17, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართული ორგანიზაციებისთვის თურქეთში ტრენინგი მოეწყობა


ევროპის სოლიდარობის კორპუსი, SALTO-ს რესურსცენტრთან თანამშრომლობით, ახალგაზრდულ მუშაკებს, ახალგაზრდულ ლიდერებს, ახალგაზრდული პროექტების მენეჯერებსა და მოხალისე მენტორებს იწვევს ტრენინგზე, რომელიც მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართული ორგანიზაციებისთვის გაიმართება. 

ტრენინგი 2026 წლის 15-19 ივნისს თურქეთში, სტამბოლში ჩატარდება.

ტრენინგის მიზანია გააძლიეროს ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართული ორგანიზაციების შესაძლებლობები ხარისხის, გავლენის, პროექტების მონახაზის, პროგრამის წესებისა და ურთიერთსწავლების მიმართულებებით. თურქეთში დაგეგმილ ტრენინგს წინ უძღვის სავალდებულო ონლაინმოსამზადებელი ფაზა. 

კონკურსი ღიაა მონაწილეებისთვის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

პროგრამას აფინანსებენ Erasmus+ Youth in Action პროგრამის ეროვნული სააგენტოები. მონაწილეობის საფასური დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, რომელსაც ტრენინგში მონაწილე წარმოადგენს. მონაწილეობის საფასურის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ეროვნულ სააგენტოს ან SALTO-ს რესურსცენტრს. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 29 აპრილი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 29, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,