ევროპის სოლიდარობის კორპუსი: მოხალისეობის შესაძლებლობა სტარტაპების გლობალური კონკურსისთვის ბუდაპეშტში 
თებერვალი 13, 2024

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: მოხალისეობის შესაძლებლობა სტარტაპების გლობალური კონკურსისთვის ბუდაპეშტში 


სტარტაპების გლობალური კონკურსი ინოვაციის პროექტის ასისტენტის პოზიციაზე მოხალისეს ეძებს, რომელიც ბუდაპეშტში ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის 20 მარტიდან 2025 წლის 19 მარტამდე პერიოდში გაემგზავრება. განაცხადების შეტანა 18-30 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. 

მოხალისე მარკეტინგის, ბიზნესის განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის განყოფილებების გუნდებს მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებული დავალებების შესრულებაში დაეხმარება. კომუნიკაცია შედგება ვირტუალური შეხვედრების, სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

კანდიდატს უნდა სურდეს ახალი კავშირების დამყარება, პიროვნული განვითარება და სხვა ენებისა თუ კულტურების შესწავლა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს კარგი საკომუნიკაციო უნარები და აინტერესებდეს ადგილობრივ თემთან ურთიერთობა, საველე და საოფისე საქმიანობა, საერთაშორისო ურთიერთობები, დემოკრატია და საერთაშორისო პოლიტიკა. 

მოხალისე იცხოვრებს სრულად მოწყობილ საზიარო ბინაში, თვიურად მიიღებს დაახლოებით 310 ევროს და აუნაზღაურდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური. მას ასევე ექნება წვდომა ევროკავშირის ენის ონლაინმხარდაჭერის პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც უნგრულის შესწავლას შეძლებს.

უნგრეთის ეროვნული სააგენტო მოხალისეს ჩაუტარებს შეფასებით შეხვედრებს და ტრენინგებს მოხალისეობის დასაწყისსა და შუა პერიოდში და უზრუნველყოფს მას ხელმძღვანელთა მხარდაჭერით. საჭიროების შემთხვევაში, ის ასევე გასცემს დამატებით სერტიფიკატებს ან სარეკომენდაციო წერილებს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მარტი

სტარტაპების გლობალური კონკურსი (GSA) მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი სტარტაპების შეჯიბრია, რომელიც 120 ქვეყანაში მართავს პროგრამებს და აწყობს ღონისძიებებს. მისი მიზანია, მსოფლიო დონეზე შეუწყოს ხელი მეწარმეობის განვითარებას. GSA-ის ბოლო კონკურსში ნომინირებული იყო 28,000 სტარტაპ-პროექტი, რომლებმაც ხალხისგან, საერთო ჯამში, 210,000 ხმა მიიღეს. 

დამატებითი ინფორმაცია 

ევროპის სოლიდარობის კორპუსის სარეგისტრაციო გვერდი

დახურვის თარიღი:

მარტი 1, 2024


ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,