ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ერთწლიანი შემოქმედებითი სამუშაო მოზარდებთან ლატვიაში
ოქტომბერი 20, 2021

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ერთწლიანი შემოქმედებითი სამუშაო მოზარდებთან ლატვიაში


პროექტი, „CREATING TO BE“, 18-დან 30 წლამდე ასაკის მოხალისეებს საქართველოდან ლატვიის ქალაქ ლიეპაიას საბავშვო და ახალგაზრდობის დეპარტამენტის „ახალგაზრდობის სახლში“ შემოქმედებით სამუშაოში ჩასართველად იწვევს.

ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტი მიზნად ისახავს, ჩართოს ახალგაზრდები შემოქმედებით გარემოში გამართული არაფორმალური ღონისძიებების ორგანიზებაში. პროექტი, რომელსაც სარგებლობა მოაქვს როგორც ადგილობრივი საზოგადოებისთვის, ისე მოხალისეებისთვის, მონაწილეებს ეხმარება ახალი უნარების ათვისებაში და ახალისებს კულტურულ მრავალფეროვნებას, ახალგაზრდებს შორის სოლიდარობასა და ურთიერთგაგებას. 

მასპინძელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს მოხალისეებს სამგზავრო ბილეთებით, საცხოვრებლით, კვების ხარჯებით და 120 ევროს ოდენობის თვიური სტიპენდიით.

განაცხადების შეტანის ბოლოო ვადაა 7 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 7, 2021


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,