ევროპის სოლიდარობის კორპუსი ახალგაზრდა მოხალისეებს პოლონეთის ქალაქ ვოლაში იწვევს
თებერვალი 13, 2023

ევროპის სოლიდარობის კორპუსი ახალგაზრდა მოხალისეებს პოლონეთის ქალაქ ვოლაში იწვევს


პოლონეთის ქალაქ ვოლაში მდებარე ორი ორგანიზაცია ეძებს მოხალისეებს მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. 

ორივე მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა 2023 წლის აპრილი/მაისიდან ნოემბრამდე პერიოდშია შესაძლებელი. 

ადგილობრივი კულტურის სახლს, GOK Miedźna-ს მოხალისე ისეთ საქმიანობათა ორგანიზებისთვის ესაჭიროება, როგორებიცაა ფოტოგრაფიის, ცეკვის და მუსიკის სესიები, საზაფხულო ბანაკი და ენის კლუბები. გარდა ამისა, მოხალისე ჩაერთვება საოფისე სამუშაოში და ორგანიზაციის ვებსაიტის და სოციალური მედიის მართვაში. 

„სამეწარმეო საზოგადოების განვითარების ფონდი“ (Fundacja Rozwoju Społeczeństwa Przedsiębiorczego) მოხალისეს პროექტების განხორციელების ორგანიზებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ამაში შედის ტექნიკური და ლოჯისტიკური მხარდაჭერა, მობილობის მონაწილეთა დახმარება, სამუშაო შეხვედრების მომზადება და ასევე სარეკლამო თუ საოფისე სამუშაოში ჩართვა. 

ორივე ორგანიზაცია მოხალისეებისთვის უზრუნველყოფს მგზავრობის ხარჯებს (275 ევროდან 360 ევრომდე თანხა, სამგზავრო მანძილის მიხედვით) და საცხოვრებელს ვოლაში მდებარე საზიარო ბინაში. მოხალისეები ასევე მიიღებენ საკვების (100 ევრო თვეში) და სახარჯავ (120 ევრო თვეში) ფულს, დაზღვევას და პოლონური ენის შემსწავლელ კურსებზე დასწრების შესაძლებლობას. 

მოხალისეები უნდა იყვნენ 18-30 წლის და უნდა აინტერესებდეთ ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და მოხუცებთან მუშაობა. 

ორივე მოხალისეობრივი საქმიანობისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი. 

დამატებითი ინფორმაცია

მოხალისეობა კულტურის სახლში

მოხალისეობა სამეწარმეო საზოგადოების განვითარების ფონდში

დახურვის თარიღი:

თებერვალი 28, 2023


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,