ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიების კონკურსი, რომელიც 12 მარტამდე იქნება ღია, ევროპაში ადგილობრივ თემებს თავიანთი კულტურული საგანძურის ერთმანეთისთვის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.
ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში ორგანიზებული საგრანტო კონკურსი ევროპელ ხალხთა შორის ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიებაა, რომელიც მონაწილეებს საკუთარი მემკვიდრეობის წარმოჩენის და დაფასების შესაძლებლობას აძლევს.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ღონისძიების მიზანია ევროპის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, მოსახლეობაში ევროპული საერთო სივრცისადმი მიკუთვნებულობის გრძნობის გაძლიერება და იმის ჩვენება, თუ როგორ აღიქმება ადგილობრივ მემკვიდრეობათა მნიშვნელობა მთელი ევროპის მასშტაბით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროპის მემკვიდრეობის დღეების მონაწილე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, არსებულ თემებს, ევროპული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებს და ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის კონკურსის/ევროპა ნოსტრას გამარჯვებულებს (რომლებმაც ევროპის მემკვიდრეობის დღეებს გასული ოთხი წლის განმავლობაში, 2021-2024 წლებში, უმასპინძლეს). ამას გარდა, აპლიკანტებისგან 2025 წელს ევროპის მემკვიდრეობის დღეების მოწყობასაც მოელიან.
10,000 ევრომდე მოცულობის გრანტის გამცემ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თითო თემიდან, ისტორიის გაგზავნასთან ერთად, მაქსიმუმ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენაა შესაძლებელი.
ისტორიის წარდგენა შესაძლებელი ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე, ონლაინფორმის შევსების გზით.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 12 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,