ევროპის კოლეჯი ნატოლინში ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის  სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს
მარტი 21, 2024

ევროპის კოლეჯი ნატოლინში ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის  სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს


ევროპის კოლეჯმა ნატოლინის კამპუსში  საერთაშორისო ევროპული ურთიერთობების სპეციალისტი ახალგაზრდებისთვის სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. 

ნატოლინის სასტიპენდიო პროგრამა შემდეგი სფეროებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი: ევროპული ურთიერთობები, პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სამართალი, ისტორია, ჟურნალისტიკა და  ენები. თუმცა ასევე განიხილება სხვა აკადემიური პროფილის მქონე — მაგალითად,  STEAM-თან დაკავშირებული დისციპლინებში გაწვრთნილი — კანდიდატების მიღება.

ევროპის კოლეჯის პირადი და პროფესიული განვითარების პროგრამით დაინტერესებულებს რეგისტრირება ამ ბმულზე გადასვლით შეუძლიათ. 

განაცხადების შეტანა შეუძლიათ საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვის 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს. ისინი უნდა იყვნენ უმაღლესი განათლების პროგრამათა კურსდამთავრებულები ან ცოტა ხნის წინ უნდა ჰქონდეთ დაცული სადოქტორო და კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (სულ მცირე, B1 დონეზე).

პროგრამის ხანგრძლივობა 8 თვეა. სტიპენდიებს ევროკავშირი აფინანსებს. 

ევროპის კოლეჯი დიპლომისშემდგომი განათლების და ევროპული ბიზნესის სწავლების მიმართულებებით ევროპაში პირველი და ყველაზე ცნობილი დაწესებულებაა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის უნიკალურობასა და ინოვაციურ სტილს. კოლეჯი ორი კამპუსისგან შედგება: ერთი მდებარეობს ქალაქ ბრიუგეში (ბელგია), ხოლო მეორე —  ნატოლინში (ვარშავა, პოლონეთი). 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 10, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს

აპრილი 19, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს

აპრილი 18, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,