ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო
ნოემბერი 23, 2021

ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო


ევროკომისია და მისი პროგრამა, „შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე პროექტებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. გამარჯვებულებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები — 2022 წლის ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პრიზი / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო გადაეცემათ.

2022 წელს ჯილდოები შემდეგ ხუთ კატეგორიაში გაიცემა: კონსერვაცია და ხელახალი ადაპტაციური გამოყენება; კვლევა; განათლება, ტრენინგი და უნარები; მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება; და მემკვიდრეობის დამცველები. 

საკონკურსო წინადადებები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მატერიალურ, არამატერიალურ და ციფრულ მემკვიდრეობასთან — იქნება ეს მცირე თუ დიდი მასშტაბის და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ძეგლები.

ჯილდოები გადაეცემა მთელი ევროპიდან წარმოდგენილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 30-მდე ღირსშესანიშნავ მიღწევას. მათგან ხუთამდე გამარჯვებული მიიღებს მთავარ პრიზს 10,000 ევროს ოდენობით. გარდა ამისა, ერთ გამარჯვებულს ინტერნეტში გამართული ხმის მიცემის საფუძველზე საზოგადოების რჩეულის ჯილდო გადაეცემა.

ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პრიზზე / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოზე წინადადებების წარდგენის უფლება აქვთ პროგრამის, „შემოქმედებითი ევროპა“, მონაწილე ქვეყნებს — მათ შორის, საქართველოს და უკრაინას (თუკი ქვეყანა პროგრამასთან, „შემოქმედებითი ევროპა“, ასოცირების შეთანხმებას 2022 წლის სექტემბერში გამარჯვებულების გამოცხადებამდე მოაწერს ხელს). 

ევროპის საბჭოს იმ ქვეყნებიდან წარდგენილ წინადადებებს, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში, „შემოქმედებითი ევროპა“, მხოლოდ „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს მიღება შეუძლიათ  (ასეთი ქვეყნებია აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა და სომხეთი). თუმცა მათ არ აქვთ მთავარი პრიზის მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობის უფლებამოსილება.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 1, 2022


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,