ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „გრძელვადიანი და ინკლუზიური მშვიდობისთვის“ მეორე ფაზა
(FLIP II) აცხადებს კონკურსს ნდობის აღდგენისკენ მიმართული, კონტექსტზე მორგებული ქმედითი საგრანტო იდეების მისაღებად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებული თემის შიგნით და თემებს შორის განხორციელდება ინკლუზიური და ადგილობრივი სამშვიდობო პროცესების ხელშესაწყობად.
ყველა წინადადება უნდა წარმოაჩენდეს კონტექსტის მკაფიო გააზრებას, ნერგავდეს „არ ავნოს“ მიდგომას, და ასახავდეს ინკლუზიურობის, ადგილობრივ დონეზე აქტიური ჩართულობის და მდგრადობის პრინციპებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ანალიტიკურ ან კვლევით ცენტრებს და აკადემიურ ინსტიტუტებს. განსაკუთრებით წახალისებულია ქალებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების, ასევე სათემო და რეგიონული ორგანიზაციების, მონაწილეობა. განაცხადების შემოტანა შეუძლიათ ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს.
თითოეულ ორგანიზაციაზე მოთხოვნილი დაფინანსების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 80,000 აშშ დოლარს. წახალისებულია თანადაფინანსება ან არამატერიალური წვლილის (in-kind contribution) შემოტანა, ჩ
განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 17 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,