მარტი 7, 2023

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს თავისი პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილებაში სტაჟირების გასავლელად იწვევს. სტაჟირება 2023 წლის მაისში დაიწყება და 6 თვემდე გაგრძელდება. 

პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ პოლიტიკურ ურთიერთობას მეთვალყურეობს. ის მონიტორინგს უკეთებს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას და შეისწავლის, თუ როგორ აკმაყოფილებს ქვეყანა ევროკავშირის მიერ დასახულ იმ 12 პრიორიტეტს, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობაა. ამ მიზნით, განყოფილება ამზადებს დროულ, ზუსტ და მაღალხარისხოვან ანალიზზე დაფუძნებულ ანგარიშებს, რომლებსაც წარმომადგენლობის ხელმძღვანელსა და შტაბ-ბინას წარუდგენს. 

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო ხარისხი ან მისი ეკვივალენტი პოლიტიკური მეცნიერების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან ეკონომიკის დარგში, კარგი საკომუნიკაციო უნარები და საქართველოს პოლიტიკური გარემოსა და ევროკავშირის ინსტიტუტების თუ პოლიტიკის ცოდნა. მან ასევე კარგად უნდა იცოდეს ინგლისური ენა  (სულ მცირე B2 დონეზე).

თითოეული შერჩეული სტაჟიორი საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფარად ყოველთვიური გრანტის სახით 600 ევროს მიიღებს. მგზავრობასთან, ვიზასთან, დაზღვევასთან და საცხოვრებელთან დაკავშირებული ყველა ხარჯის დაფარვა სტაჟიორს თავად მოუწევს. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 მარტი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 9, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,