ევროკავშირის წამლის სააგენტო ზამთრისა და საზაფხულო სკოლების სტიპენდიებს გასცემს
ოქტომბერი 31, 2024

ევროკავშირის წამლის სააგენტო ზამთრისა და საზაფხულო სკოლების სტიპენდიებს გასცემს


ევროკავშირის წამლის სააგენტომ (EUDA) და ლისაბონის საუნივერსიტეტო ინსტიტუტმა (ISCTE-IUL) 2025 წლის ზამთრისა და საზაფხულო სკოლებისთვის სასტიპენდიო კონკურსი გამოაცხადა. სკოლები განკუთვნილია სფეროს პროფესიონალებისთვის, მეცნიერებისა თუ ექსპერტებისთვის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. 

ნარკოტიკების თემაზე გამართული ევროპის ზამთრის სკოლისთვის (EDWS) ორი სტიპენდია გაიცემა. სკოლის შეხვედრები გაიმართება ონლაინ, 2025 წლის 10-22 მარტს და კონცენტრირდება დანაშაულის პრევენციაზე. ამას გარდა, ორი სტიპენდია გაიცემა ნარკოტიკების თემაზე გამართული ევროპის საზაფხულო სკოლისთვის (EDSS), რომლის შეხვედრებიც გაიმართება ლისაბონში, 2025 წლის 24 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში და კონცენტრირდება სინთეტიკურ ოპიოიდებზე. 

სტიპენდიები დაფარავს სარეგისტრაციო გადასახადს. EDSS-ის შემთხვევაში ასვე დაიფარება ორმხრივი ფრენა ლისაბონში, საცხოვრებელი და შეზღუდული მოცულობის ჯიბის ფული. 

სტიპენდიები გაიცემა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Monitoring Drugs II პროექტის ფარგლებში.

ზამთრის სკოლის სტიპენდიების მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება 2024 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო საზაფხულო სკოლისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2025 წლის 28 თებერვალი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 30, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,