EU4Ocean ოკეანის წიგნიერებასა და თანამშრომლობის თემაზე ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებს იწვევს
თებერვალი 26, 2025

EU4Ocean ოკეანის წიგნიერებასა და თანამშრომლობის თემაზე ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებს იწვევს


დაიწყო განაცხადების მიღება საზაფხულო სკოლაში, რომელიც დამსწრეებს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვასთან დაკავშირებული პრობლემების ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომებით გადასაჭრელად ოკეანის წიგნიერებისა და თანამშრომლობის საკითხებს ასწავლის. 

საზაფხულო სკოლა ვენეციაში გაიმართება და ხუთ დღეს (29 ივნისიდან 4 ივლისამდე) გაგრძელდება. მისი მიზანია, აჩვენოს, როგორაა შესაძლებელი ოკეანესთან დაკავშირებულ საკითხებზე უკეთ თანამშრომლობა და მდგრადი ეკონომიკის წამახალისებელი პროექტების განხორციელება.

ადგილზე პროგრამას გაუძღვება სხვადასხვა საერთაშორისო სტუმარი და სპიკერი. ისინი შემდეგ საკითხებს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე განიხილავენ: თანამშრომლობისთვის საჭირო ემპათია, ამბის თხრობა და კომუნიკაცია, ზემოქმედების შეფასება, პროექტის მართვა, ოკეანის პოლიტიკა და მართვა, დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ჩართულობა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ადგილზე გამართულ აქტივობათა გარდა, საზაფხულო სკოლას ასევე ექნება თვითმართული ონლაინმოდული.

ყველა აქტივობა ინგლისურ ენაზე წარიმართება.

EU4Ocean-ის საზაფხულო სკოლა მიიწვევს 20 ახალგაზრდას ევროკავშირიდან და იმ არაწევრი ქვეყნებიდან, რომლებიც ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავიზღვისპირეთის რეგიონებში მდებარეობს. აპლიკანტები უნდა იყვნენ კარიერის საწყის საფეხურზე ან სამაგისტროს/სადოქტორო პროგრამის სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ნებისმიერი გამოცდილების, პროფესიისა თუ განათლების ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ოკეანესთან დაკავშირებული საკითხებით.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 16 მარტი.

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ საცხოვრებელს, ლანჩებსა და სადილებს და ხუთ სამოგზაურო გრანტს.  

ტრენინგს იუნესკოს მთავრობათაშორისი ოკეანოგრაფიული კომისია (UNESCO-IOC) ევროპის ოკეანის კოალიციის (EU4Ocean) ფარგლებში და ევროკომისიის DG MARE-თან პარტნიორობით უწევს ორგანიზებას.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 16, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,