EU4Dialogue: კულტურის მენეჯმენტის აკადემია მენეჯერებსა და კულტურის სფეროს პროფესიონალებს ერევანში იწვევს 
თებერვალი 14, 2023

EU4Dialogue: კულტურის მენეჯმენტის აკადემია მენეჯერებსა და კულტურის სფეროს პროფესიონალებს ერევანში იწვევს 


EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში მცხოვრები მენეჯერებისა თუ კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის კულტურის მენეჯმენტის აკადემიის მესამე მოწვევას აცხადებს. პროგრამა სომხეთის დედაქალაქ ერევანში, 20-30 აპრილს შედგება. 

EU4Dialogue-ის აკადემიები ცოდნის ურთიერთგაზიარებისა და იდეების ერთად განვითარების პლატფორმაა. თითოეული მონაწილე, ორგანიზატორებისა და მოწვეული ლექტორების ჩათვლით, ერთდროულად ასწავლის და სწავლობს კიდეც. სწორედ ამგვარ დიალოგურ რეჟიმში ისახება განხილულ საკითხთა მოგვარების გზები. 

პროგრამა მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ინტენსიურ სემინარში, რომელიც მოიცავს ლექციებს, სამუშაო შეხვედრებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა თუ საერთო და ინდივიდუალურ სესიებს. პროგრამის კიდევ ერთ ნაწილს შეადგენს პროექტთა ინკუბატორი, რომლის მონაწილეებსაც თავიანთი საპროექტო განაცხადების წარდგენა შეეძლებათ. შერჩეული იდეების ავტორებს კი თავიანთი პროექტების სარეზიდენტო პროგრამების ფარგლებში განვითარებაში დაეხმარებიან.

პროგრამა განკუთვნილია კულტურის სფეროს მენეჯერებისთვის და პროდიუსერებისთვის, ინსტიტუციური ლიდერებისთვის და დამოუკიდებლად ან კულტურის სფეროს საჯარო თუ კერძო ორგანიზაციაში მომუშავე კურატორებისთვის, მინიმუმ ორწლიანი გამოცდილებით. 

აკადემია მონაწილეთა ერევანში ყოფნის განმავლობაში სრულად ფარავს ყველა აქტივობაში მონაწილეობის, საცხოვრებელ, სამგზავრო და დღეში სამჯერ კვების ხარჯებს. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 19 თებერვალი. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, EU4Dialogue სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში ხორციელდება. მისი მიზანი პროფესიონალებს, სტუდენტებსა თუ ხელოვანებს შორის საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის წახალისება და არსებული ბარიერების ჩამოშლაა. 

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 19, 2023

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,