საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი პროგრამის „EU4Culture II – მდგრადი შემოქმედებითი ეკოსისტემები“ ფარგლებში ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ თანამშრომელს კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს დაწყება: 2026 წლის 20 აპრილი (ვადიანი ხელშეკრულება 2029 წლის
31 მარტამდე). კანდიდატი შესაძლებელია იმყოფებოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ 100% დისტანციური მუშაობის შესაძლებლობით.
კომუნიკაციების მენეჯერის სამუშაო მოითხოვს: პროგრამის საგარეო კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას და განხორციელებას, საკომუნიკაციო საქმიანობის კოორდინაციას ყველა მონაწილე ქვეყანაში, მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო მასალების შექმნას და სხვ.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან შესაბამის სფეროში, მინიმუმ სამწლიანი პროფესიული გამოცდილება კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მედიასთან ურთიერთობის დარგში (სასურველია არაკომერციულ, კულტურის ან საერთაშორისო განვითარების სექტორებში), ასევე ინგლისური ენის სრულყოფილი (C1+) და აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე ქვეყნის ენის ცოდნა.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 8 აპრილი.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალური კულტურული ინსტიტუტი და კულტურის სფეროს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „EU4Culture II – მდგრადი შემოქმედებითი ეკოსისტემები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“. პროგრამის მიზანია კულტურის, როგორც მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, და ასევე ბელარუსი ხალხის მხარდაჭერა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,