ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო განახლებადი ენერგიის განყოფილების უფროსის ვაკანსიას აცხადებს
დეკემბერი 12, 2025

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო განახლებადი ენერგიის განყოფილების უფროსის ვაკანსიას აცხადებს


ევროკომისიის თანათავმჯდომარეობით მოქმედმა ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ განახლებადი ენერგიის განყოფილების უფროსის ვაკანსია გამოაცხადა.

შერჩეული კანდიდატი  იმუშავებს განახლებადი ენერგიის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესზე, კოორდინაციას გაუწევს განახლებადი ენერგიის დანერგვასთან დაკავშირებულ აქტივობებს, გააანალიზებს, წარადგენს და უხელმძღვანელებს განახლებადი ენერგიის ახალ კანონთა კრებულს (aquis) ენერგეტიკული თანამეგობრობის სამართლებრივი ჩარჩოს შიგნით და ითანამშრომლებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან, დონორებთან და სხვა პარტნიორებთან.

კანდიდატი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან ხელშეკრულების ხელმომწერი ნებისმიერი ქვეყნის (მათ შორის, საქართველოს) მოქალაქე. მას უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის ხარისხი ეკონომიკის, სამართლის, ინჟინერიის ან სხვა შესაბამის სფეროში და სულ მცირე შვიდწლიანი პროფესიული გამოცდილება ენერგოსექტორში, რაც უნდა მოიცავდეს მინიმუმ ხუთწლიან გამოცდილებას განახლებადი ენერგიის სფეროში. მან ასევე სრულყოფილად უნდა იცოდეს ინგლისური ენა.

შერჩეული კანდიდატის სამუშაო ადგილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იქნება. 

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს პოზიციისთვის განსაზღვრული აქვს გადასახადებიდან თავისუფალი 8,040 ევროს ოდენობის ხელფასი და სარგებელთა მოზრდილი პაკეტი. 

საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კადრის შერჩევის პროცესის შედეგების მიხედვით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 იანვარი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 11, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,