ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო ელექტროდისტრიბუციის სისტემის ექსპერტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
თებერვალი 4, 2026

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო ელექტროდისტრიბუციის სისტემის ექსპერტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს


ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ ელექტროდისტრიბუციის სისტემის ექსპერტის პოზიციაზე განაცხადების მიღება დაიწყო. 

შერჩეულ კანდიდატს დაევალება ევროკავშირის ელექტროდისტრიბუციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების მხარდაჭერა, სადისტრიბუციო სისტემის ოპერატორთა როლის გაძლიერება და ენერგეტიკული თანამეგობრობის ფარგლებში კონკურენტული და მომხმარებელზე ორიენტირებული ელექტროენერგიის ბაზრების განვითარება.

განაცხადების შეტანა შეუძლიათ როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, ასევე კონტრაქტის ხელმომწერი მხარეების — მათ შორის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის — მოქალაქეებს. განმცხადებელს მიღებული უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო განათლება შესაბამის სფეროში და, სულ მცირე, ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება ევროპის ელექტროენერგიის ბაზარზე, მათ შორის, სამწლიანი გამოცდილება ელექტროდისტრიბუციის სფეროში. მან ასევე სრულყოფილად უნდა იცოდეს ინგლისურად წერა და ლაპარაკი.

შერჩეულ პირს სამ წლამდე მოქმედი კონტრაქტი გაუფორმდება, რომელიც პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება განახლდეს. ის თვეში 6,735 ევროს ოდენობის გადასახადისგან თავისუფალ ანაზღაურებას მიიღებს. 

სამუშაოს დაწყების სავარაუდო პერიოდი 2026 წლის მაისი არის. განაცხადები 2026 წლის 1 მარტამდე მიიღება. 

ევროკომისიის თანათავმჯდომარეობით მოქმედი ენერგეტიკული თანამეგობრობა 2005/2006 წლებში დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს ერთიანი, კონკურენტული და მდგრადი ენერგეტიკული ბაზრის შექმნის მიზნის გარშემო აერთიანებს. თანამეგობრობა წევრებს ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კონკურენციის სფეროებში ევროკავშირის კანონმდებლობის დაცვას ავალდებულებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 1, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,