ენერგეტიკული თანამეგობრობის 2026 წლის საზაფხულო სკოლა ენერგოსექტორის მომავალ ლიდერებს იწვევს
იანვარი 22, 2026

ენერგეტიკული თანამეგობრობის 2026 წლის საზაფხულო სკოლა ენერგოსექტორის მომავალ ლიდერებს იწვევს


ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ ენერგეტიკული თანამეგობრობის მე-10 საზაფხულო სკოლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. საზაფხულო სკოლა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მდებარე პოლისის უნივერსიტეტში 2026 წლის 22-29 აგვისტოს გაიმართება. 

საზაფხულო სკოლა მაგისტრებს, მკვლევრებსა და დამწყებ პროფესიონალებს სიღრმისეულად გააცნობს ენერგოტრანზიციის ტექნიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, პოლიტიკურ და მდგრადობის მიმართულებებს – მათ შორის, ენერგოსისტემების, ბაზრებისა და გეოპოლიტიკის საკითხებს. 

აკადემიური პროგრამა შეიცავს კულტურულ კომპონენტს, რის შედეგადაც მონაწილეები ალბანეთისა და, ზოგადად, ენერგეტიკული თანამეგობრობის ენერგოსექტორის მდგომარეობას უშუალოდ გაეცნობიან. 

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო დაფარავს ლექციების, საცხოვრებლის, ექსკურსიებისა და კვების უმეტესი ნაწილის საფასურს. შერჩეულ კანდიდატებს თავიანთი საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილიდან ტირანამდე სამოგზაურო ხარჯების დაფარვა თავად მოუწევთ. 

საზაფხულო სკოლისთვის მაქსიმუმ 40 მონაწილე შეირჩევა. 

კანდიდატები საზაფხულო სკოლის გამართვის პერიოდისთვის უნდა იყვნენ 35 წლამდე ასაკის (1991 წელს ან მოგვიანებით დაბადებულები); გამართულად უნდა წერდნენ და ლაპარაკობდნენ ინგლისურად; და უნდა იყვნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის, უკრაინის ან პროგრამით დაშვებული სხვა ქვეყნების მოქალაქეები. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 31, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,