EBRD-ის 2026 წლის ლიტერატურულ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ნოემბერი 21, 2025

EBRD-ის 2026 წლის ლიტერატურულ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2026 წლის EBRD-ის ლიტერატურული პრემიის კონკურსი გამოაცხადა. 

პრემია გადაეცემა იმ ქვეყნის ენაზე დაწერილ მხატვრულ ნაწარმოებს, რომელშიც EBRD ინვესტიციებს ახორციელებს. ნაწარმოები ინგლისურ ენაზე უნდა იყოს თარგმნილი და ევროპის (მათ შორის გაერთიანებული სამეფოს) ან ჩრდილოეთ ამერიკის გამომცემლობის მიერ გასული წლის განმავლობაში პირველად უნდა იყოს გამოცემული.

რომანების ან ერთი მწერლის მიერ დაწერილი მოთხრობების კრებულების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 8 დეკემბრამდე. წარდგენილ ნაწარმოებებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს.

გამარჯვებული 2026 წლის 2 ივლისს ლონდონში მდებარე ბანკის სათავო ოფისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება. 

გამარჯვებული წიგნისთვის 20,000 ევროს ოდენობის პრემია გაიცემა და ის თანაბრად გადანაწილდება ავტორსა და მთარგმნელს შორის.

პრემიაზე აქამდე უკვე წარდგენილი იყო მრავალფეროვანი ლიტერატურა საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

2022 წელს EBRD-ის ლიტერატურული პრემია სახელგანთქმული უკრაინელი რომანისტისა და პოეტის, სერჰი ჟადანის წიგნმა, „ინტერნატი“, მოიგო

2023 წელს უკრაინელი მწერლის, ვოლოდიმირ რაფეენკოს წიგნი, „მონდეგრინი“, ათ ფინალისტს შორის მოხვდა

2024 წელს უკრაინელი მწერლის, ანდრეი კურკოვის მიერ რუსულ ენაზე დაწერილი წიგნი, “ჯიმი ჰენდრიქსის გასტროლები ლვივში“, მოკლე სიაში მოხვდა. 

2025 წელს კი ფინალისტთა შორის დასახელდნენ ორი უკრაინული წიგნი (არტემ ჩაპაის „უკრაინა“ და იულია ილიუხას „ჩემი ქალები“) და ერთი მოლდოვური წიგნი (ლილიანა კორობკას „ზედმეტად დიდი ცა“). 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 8, 2025


ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,