დაფინანსებული სტაჟირება ახალგაზრდა კურსდამთავრებულებისთვის საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობაში
მაისი 1, 2026

დაფინანსებული სტაჟირება ახალგაზრდა კურსდამთავრებულებისთვის საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობაში


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სურთ გაიგონ მეტი დიპლომატიური მისიის მუშაობის შესახებ, იწვევს სტაჟირებაზე პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის (PPI) განყოფილებაში; სტაჟირება დაგეგმილია 2026 წელს და მისი მაქსიმალური ვადა ექვსი თვეა. სტაჟირების დაწყების სავარაუდო პერიოდია 2026 წლის ივნისი.

პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილება ზედამხედველობას უწევს ორმხრივ პოლიტიკურ ურთიერთობებს ევროკავშირს და საქართველოს შორის. ის უზრუნველყოფს დროულ, ზუსტ და მაღალი ხარისხის ანალიზს და ანგარიშგებას პოლიტიკური მოვლენების შესახებ წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და ევროკავშირის შტაბ-ბინისთვის, და ატარებს მედია-გარემოს მონიტორინგს, აწვდის ახალი ამბების დაიჯესტებს შტაბ-ბინას და წევრი სახელმწიფოების საელჩოებს და კოორდინაციას უწევს ევროკავშირის წარმომადგენლობის საკომუნიკაციო პოლიტიკას საქართველოში.

სტაჟიორი დაკვირვების და ანალიზის საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ევროკავშირის ინტერესებისა და პოლიტიკის შესაბამისად; დაეხმარება წარმომადგენლობაში ვიზიტების, ასევე ღონისძიებებისა და კონფერენციების ორგანიზებას; საკომუნიკაციო მასალების რედაქტირებას, კორექტირებასა და გავრცელებას და შეასრულებს ნებისმიერ სხვა დავალებას სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე.

კანდიდატი ძალიან კარგად უნდა ფლოდეს ინგლისურ და ქართულ ენებს (მინიმუმ C1 დონე), მას უნდა ჰქონდეს  პოლიტიკურ მეცნიერებათა, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, კომუნიკაციების/ჟურნალისტიკის/მედიამცოდნეობის ან საზოგადოებასთან ურთიერთობების საუნივერსიტეტო ხარისხი, უნდა იცნობდეს საქართველოს პოლიტიკურ კონტექსტს, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და პოლიტიკას, და კარგად უნდა ერკვეოდეს საქართველოს მედია-სივრცეში.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 5 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლო ცვლილებებმა საქართველოს სამართლებრივ და სარეგულაციო გარემოში შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ კონკურსისა და მის ფარგლებში მხარდაჭერილი აქტივობების განხორციელებაზე.

დახურვის თარიღი:

მაისი 5, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,