ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მიერ თანადაფინანსებული პროექტი, Culture Helps Solidarity („კულტურა სოლიდარობას ეხმარება“), ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და უკრაინელი ლტოლვილებისთვის შექმნილ პროექტებს გრანტებს სთავაზობს.
აპლიკანტების შეთავაზებებს შორის შეიძლება იყოს, მაგალითად, მენტალურ ჯანმრთელობაზე ღია ლექციების სერიები, ყოველკვირეული ხატვის სესიები ან კეთილმეზობლურების ფესტივალი. მონაწილეებს 20,000 ევროდან (ორ ორგანიზაციას შორის პარტნიორობები) 30,000 ევრომდე (სამ ან მეტ ორგანიზაციას შორის პარტნიორობები) ოდენობის გრანტების მიღება შეუძლიათ.
გრანტებით შეიძლება დაიფაროს სხვადასხვა ხარჯი, მათ შორის: მარკეტინგი და კომუნიკაცია; სტუდიოების ან კულტურული სივრცეების ქირა და შენახვა; IT, კომუნიკაცია, საწარმოო ხელსაწყოები და მასალა; პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქონელი ან მომსახურება. საგრანტო თანხა ასევე შეიძლება მოხმარდეს ტრანსპორტირების ხარჯებს, ექსპერტების, არტისტებისა და ხელოვანების გასამრჯელოს, იურიდიულ მომსახურებას, თანამშრომლებსა თუ საოპერაციო ხარჯებს.
კონკურსი ღიაა კულტურის სფეროს არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კულტურის მეშვეობით აქტიურად ეხმარებიან იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს ახალ თემებში ინტეგრაციაში ან ვეტერანებს – საზოგადოებაში ხელახლა ინტეგრაციაში. ორგანიზაციები ოფიციალურად რეგისტრირებულები უნდა იყვნენ უკრაინაში, საქართველოში, ევროკავშირში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, ლიხტენშტაინში, ალბანეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, კოსოვოში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში, მოლდოვაში, სომხეთში ან ტუნისში.
თუ განაცხადი სამი ორგანიზაციის თანამშრომლობის სახელით შეგაქვთ, ორი მათგანი შეიძლება რეგისტრირებული იყოს უკრაინაში და ერთიც „შემოქმედებითი ევროპის“ რომელიმე სხვა ქვეყანაში – ან პირიქით. პრიორიტეტი მიენიჭება ორგანიზაციებს, რომელთაც ხელმძღვანელობენ უკრაინელები – უკრაინაში ან გადასახლებაში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.
პროექტი, Culture Helps Solidarity, თანადაფინანსებულია „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ და მას ახორციელებენ ევროპის კულტურის ფონდი (ნიდერლანდები), Insha Osvita (უკრაინა), zusa (გერმანია) და მოძრაობა VETERANKA (უკრაინა).
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,