Copernicus Masters კონკურსი: დედამიწაზე დაკვირვების სფეროში შემოქმედებითი იდეის ავტორი 10,000-მდე ევროს მიიღებს
მაისი 4, 2022

Copernicus Masters კონკურსი: დედამიწაზე დაკვირვების სფეროში შემოქმედებითი იდეის ავტორი 10,000-მდე ევროს მიიღებს


ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) აცხადებს კონკურსს, ESA Copernicus SpaceLeap Challenge. კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ იდეა, რომელიც კოსმოსური საინფორმაციო პროდუქტებისა და მომსახურების დახვეწის გზით დედამიწაზე დაკვირვების (EO) საერთაშორისო ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

კონკურსი ევროკავშირის და ESA-ს საფლაგმანო ინიციატივის, Copernicus Masters, ფარგლებშია ორგანიზებული. მისი მიზანი გარემოს გლობალურად — განსაკუთრებით კი, ევროპის მასშტაბით — მონიტორინგისთვის კოსმოსური ინფრასტრუქტურის გამოყენებაა. 

საკონკურსო განაცხადების შეტანა შეუძლიათ კანდიდატებს ევროპის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებიდანაც — კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან (აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). 

3 საუკეთესო განაცხადის ავტორებიდან თითოეული 5,000 ევროს ოდენობის ფულადი პრიზით დაჯილდოვდება. Copernicus Masters კონკურსის 2022 წლის მთავარი გამარჯვებული კი 10,000 ევროს მიიღებს.

კონკურსი, ESA Space LeapChallenge, წინადადებებს საწარმოებიდან, სამეცნიერო დაწესებულებებიდან და სრულწლოვანი ინდივიდებისგან იღებს. ამასთან, აპლიკანტებს მოქალაქეობა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი თუ შტაბ-ბინა იმ ქვეყანაში უნდა ჰქონდეთ, რომელსაც Copernicus-ის თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. ეს ხელშეკრულება Copernicus-ის მონაცემებზე წვდომის ქონას და დედამიწაზე დაკვირვებით მიღებულ მონაცემთა გაცვლას ითვალისწინებს. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 11 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,