ახალგაზრდა არჩეული პოლიტიკოსების საზოგადოება იწვევს ახალ წევრებს
მარტი 5, 2026

ახალგაზრდა არჩეული პოლიტიკოსების საზოგადოება იწვევს ახალ წევრებს


ევროპის რეგიონთა კომიტეტმა (CoR) გამოაცხადა კონკურსი ახალგაზრდა არჩეული პოლიტიკოსების (YEP) პროგრამაზე, რომელიც ახალგაზრდა ადგილობრივ და რეგიონულ ლიდერებს ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ პოლიტიკურ ქსელში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. 

ახალგაზრდა არჩეული პოლიტიკოსების (YEP) პროგრამა არის ევროპის რეგიონთა კომიტეტის (CoR) ინიციატივა, რომელიც შექმნილია 18-დან 35 წლამდე ასაკის პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც იკავებენ არჩევით თანამდებობებს ადგილობრივ ან რეგიონულ დონეზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

მისი შექმნის დღიდან, 2019 წლიდან მოყოლებული, პროგრამა გადაიზარდა
1000-მდე ახალგაზრდა წარმომადგენლისგან შექმნილ ქსელში, რომელიც წევრებს სთავაზობს ტრენინგებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესების გაცნობას ევროკავშირში და პირდაპირ თანამშრომლობას CoR-ის წევრებთან. 

საკონკურსო განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, რომლებიც არჩეულები არიან პირდაპირი საყოველთაო საარჩევნო წესით ადგილობრივ ან რეგიონულ დონეზე ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში ან კანდიდატ ქვეყანაში, დაბადებულები არიან 1991 წლის 1 იანვრის შემდეგ და საფუძვლიანად ფლობენ ინგლისურ ენას.

კანდიდატების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება მათი განაცხადის შევსების ხარისხი, გენდერული ბალანსი, პოლიტიკური მრავალფეროვნება და რეგიონული წარმომადგენლობა. 

განაცხადების შეტანის საბოლოო თარიღია 17 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 17, 2026


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,