აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობათა გასავითარებლად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
თებერვალი 6, 2025

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობათა გასავითარებლად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა


ტრანსატლანტიკურმა ფონდმა (TF),  შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის პროგრამასთან, „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის“, პარტნიორობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს იმ პროგრამების განხორციელებას, რომლებიც გააძლიერებს რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობას.

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული და ტრანსატლანტიკური ფონდის მიერ მართული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ (ERICS-EaP), ფარგლებში გამოცხადდა. 

საგრანტო კონკურსის უმთავრესი მიზანია, აღჭურვოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები იმ ცოდნითა და ინსტრუმენტებით, რომლებიც მათ რეგიონული მასშტაბის ისეთ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება, როგორიცაა გეოპოლიტიკური, დეზინფორმაციასთან თუ ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ინიციატივის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია  კონკრეტული ქვეყნების წინაშე არსებული სპეციფიკური გამოწვევებიც, იქნება ეს დაკავშირებული შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან, სამართლებრივ შეზღუდვებთან, პოლიტიკურ კულტურასთან, მავნე ნარატივებთან თუ მიმდინარე კონფლიქტებთან. 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ შესაძლებლობის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად. ეს შეიძლება იყოს ტრენინგები, სემინარები ან სხვა სასწავლო შესაძლებლობები. ასევე წახალისებულია საზღვრებსშორისი აქტივობები და საქმიანი კავშირების ხელშემწყობი ინიციატივები. 

კონკურსის ფარგლებში გაიცემა 20,000 ევროს ოდენობის გრანტი, რომლითაც პროექტი მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში დაფინანსდება. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 მარტი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 1, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,