ევროპის საზღვრებშორისი საგრანტო პროგრამა საერთაშორისო გამოძიებებს დაუჭერს მხარს
აგვისტო 9, 2024

ევროპის საზღვრებშორისი საგრანტო პროგრამა საერთაშორისო გამოძიებებს დაუჭერს მხარს


ევროპის საზღვრებშორისი საგრანტო პროგრამა საერთაშორისო პროფესიონალი ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულ საგამოძიებო გუნდებს და/ან მედიასაშუალებებს საზღვრებშორისი გამოძიებებისა და კვლევების ჩატარებაში დაუჭერს მხარს. გაშუქებული ამბები ევროპული სამიზნე ჯგუფებისთვის უნდა იყოს რელევანტური.

ევროპის საზღვრებშორის გრანტებს Journalismfund.eu ევროკავშირის, ფონდ Limelight Foundation-ისა და Vereniging Veronica-ს დაფინანსებით განაგებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სულ მცირე ორი ჟურნალისტის და/ან  დამოუკიდებელი მედიასაშუალებისგან შემდგარ სახელმწიფოთაშორის გუნდებს, რომელთაც შერჩეული აქვთ სათანადო თემა გამოსაძიებლად. მათ ასევე უნდა წარმოადგინონ სულ მცირე ორი განზრახვის წერილი ევროპული საინფორმაციო საშუალებებისგან (რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს ევროკავშირში დაფუძნებული), რომლებიც თანახმა არიან, გამოაქვეყნონ გამოძიების შედეგები. გუნდი უნდა შედგებოდეს ევროპის საბჭოს ორ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მომუშავე ორი ჟურნალისტისგან ან მედიისგან. 

ცალკეული გამოცხადებული კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 209,000 ევროს შეადგენს. ეს თანხა შერჩეულ გუნდებზე გადანაწილდება. 

გრანტებით შეიძლება დაიფაროს სამუშაო დრო და ლოჯისტიკის, მოგზაურობის, დაზღვევის, იურიდიული მხარდაჭერის, თარგმანების, ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე წვდომის და სხვა მსგავსი ხარჯები.  

გრანტთან ერთად გუნდებს ასევე შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ მენტორისთვის, რომელიც მათ გამოძიების მიმართულების განსაზღვრაში ან კონკრეტული კომპეტენციით უზრუნველყოფაში დაეხმარება. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 7 ნოემბერი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 7, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,