ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა საქართველოში: განაცხადების მიღება დაიწყო
მაისი 4, 2023

ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა საქართველოში: განაცხადების მიღება დაიწყო


ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, 2023 წლის ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლაში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიღებას იწყებს. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ადამიანის უფლებები ყველასათვის“, ფარგლებში ორგანიზებული საზაფხულო სკოლა 19-23 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება.

სასწავლო პროგრამის მიზანია, გაუღრმაოს ახალგაზრდებს ცოდნა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში. 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებების სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. კონკურსში წახალისებულია რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობა. 

საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ორგანიზატორები სრულად დაფარავენ ყველა მონაწილის ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯებს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 20 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 20, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,