30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე თბილისში სოციალური საწარმოების B2B პარტნიორობის გამოფენა გაიმართება
სექტემბერი 28, 2022

30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე თბილისში სოციალური საწარმოების B2B პარტნიორობის გამოფენა გაიმართება


30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში თბილისში სოციალური საწარმოების რიგით მესამე B2B გამოფენა გაიმართება. 

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), რომელსაც მხარს ევროკავშირი უჭერს.

გამოფენა მიზნად სოციალურ საწარმოებს, ბიზნესის სექტორს და საჯარო და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებს ისახავს. წლევანდელი ღონისძიების თემაა პასუხისმგებლობიანი შესყიდვა, რაც ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებასა და გარემოს დაცვას. 

გამოფენაში მონაწილეობას ბიზნესსექტორის მინიმუმ 200 წარმომადგენელი, 100-მდე სოციალური საწარმო და დიპლომატიური კორპუსის, მედიის, სახელმწიფოს თუ საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. 

30 სექტემბერს — B2B პარტნიორობის დღეს — მონაწილეები შეძლებენ, ერთ სივრცეში გაეცნონ 47 სოციალური საწარმოს მიერ წარმოდგენილ პროდუქტებს და მომსახურებას, დაგეგმონ ინდივიდუალური შეხვედრები სოციალურ მეწარმეებთან და გამოიკვლიონ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ინდივიდუალური შეხვედრის დასანიშნად, დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ამ მეილზე.

30 სექტემბერსვე მასტერკლასს ჩაატარებს გავლენის საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიის, Oltre Venture, დამფუძნებელი ლუჩიანო ბალბო. ის დამსწრეებს  გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების საკითხებზე გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას. მასტერკლასზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლაა საჭირო.

1 ოქტომბერს კი გაიმართება საშემოდგომო ბაზრობა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროდუქცია — მათ შორის პრაქტიკული და დეკორატიული ნივთები, ტრადიციული რეწვის ნიმუშები, მწვანე და ეკომეგობრული გზით შექმნილი ქსოვილები, ტყავის და ნაქსოვი ნივთები, საკვები და სხვა. ბაზრობაზე მისვლა ფართო საზოგადოებასაც შეეძლება.

გამოფენა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,