ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს

ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს

ივნისი 10, 2020

2019 წლის 14 და 15 ნოემბერს ამსტერდამში, ჰოლანდია, მწვანე ბიზნეს იდეების მსოფლიოში ყველაზე დიდი კონკურსის გლობალური ფინალი ჩატარდა. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კონკურსი, ცნობილი სახელწოდებით ClimateLaunchpad, საშუალებას აძლევს კომპანიებს, რომელთაც, საკუთარი ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე, აქვთ კლიმატის გლობალურ კრიზისთან ბრძოლის უდიდესი პოტენციალი, მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება.

ბავშვის საფენები საწვავად

წლევანდელ კონკურსზე მეწარმეთა რეკორდული რაოდენობა შეიკრიბა –  ეროვნულ კონკურსებში მონაწილეობისათვის მიღებული იყო 2 601 განაცხადი 53 ქვეყნიდან. შემდეგ ამ სტარტაპებიდან შეირჩა 131, რომელთაგან თითოეულს ჰყავდა მინიმუმ ორი წარმომადგენელი ამსტერდამში.

წლევანდელი წლის აბსოლუტურ გამარჯვებულად გამოცხადდა სუფთა საწვავის მიღებაზე მომუშავე სტარტაპი კენიიდან Leafy Ke, რომლის ინოვაციაც სახლში სარგებლობისთვის განკუთვნილი საწვავია, რომელიც ბავშვის გამოყენებული საფენიდან მიიღება.

გარდა ამისა, ღირსეულად წარმოჩნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე ქვეყანა,
16 ფინალისტიდან ერთერთი კი  უკრაინული კომპანია იყო, რომელიც ამჟამად  მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო სუფთა ტექნოლოგიურ სტარტაპად მიიჩნევა.

CO2 მცენარეების ზრდის დასაჩქარებლად

მიმდინარე წლის მარტში დაარსებული სტარტაპი Carbominer კიევიდან უზრუნველყოფს ინოვაციურ გადაწყვეტას ნახშირორჟანგის მისაღებად, რითაც აკმაყოფილებს სათბურების ოპერატორების მოთხოვნებს იაფ და კლიმატისთვის უსაფრთხო CO2-ზე.

მე, როგორც ხუთი შვილის მამას, მაწუხებდა, რომ CO2-ის დონის მატებას გარემოში შეუძლია ალერგიული დაავადებების გამოწვევა. რადგან ინჟინერი ვარ, ჩემს მეუღლეს შევთავაზე ნახშირბადის შემკრები პატარა დანადგარის აგება ჩვენი ბავშვების საძინებელი ოთახისთვის, იმ ნახშირორჟანგის რაოდენობის შესამცირებლად, რომელსაც ისინი ისუნთქავდნენ. დანადგარის პირველმა პროტოტიპმა ეს კონცეფცია გაამართლა და მალე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენი შემკრები ტექნოლოგიის სხვა გზით გამოყენება”, ამბობს ნიკ ოსეიკო, კომპანიის Carbominer აღმასრულებელი დირექტორი.

  • ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს
    ClimateLaunchpad, Amsterdam
  • ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს
    Kenyan startup “Leafy Ke”
  • ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს
    ClimateLaunchpad, Amsterdam

კომპანიის Carbominer დაარსების შემდეგ მალევე გაჩნდა CO2-ის შემკრები მსგავსი დანადგარის შემუშავების იდეა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა მცენარეების მოსაშენებლად.

ნიკმა, მისმა ქალიშვილმა ვიკამ და ბიზნესპარტნიორმა მიხეილმა უკვე შექმნეს დანადგარის პროტოტიპი, რომელიც უფრო პატარა ზომისაა, უფრო პორტატულია და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, გაცილებით იაფი, ვიდრე მისი კონკურენტები. უკრაინაში უკვე რამდენიმე სათბურმა გამოთქვა  CO2-ის დანადგარის ყიდვის სურვილი კომპანიისგან, რადგან მას შეუძლია მცენარეების ზრდის დაჩქარება 30-40%-მდე და შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება.

პარტნიორები გეგმავენ სამრეწველო მასშტაბის პროტოტიპის შექმნას მომავალი წლის მარტამდე. თვალი ადევნეთ სიახლეებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა აღსანიშნავი სტარტაპები

ამსტერდამში წარმოდგენილი კიდევ ერთი სტარტაპი იყო მოლდოვური Nida. გუნდმა ყურძნის ნარჩენებისგან ერთჯერადი ჭიქების და თეფშების წარმოების ინოვაციური იდეა წარადგინა.

  • ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს
    Ukrainian startup “Carbominer”

მოლდოვა ერთერთი მოწინავე ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში, მაგრამ ყურძნის ნარჩენების უმეტესობა მინდვრებში იყრება. ჩვენი იდეის მიზანია, ჭიქების და თეფშების წარმოება ამ ნარჩენებისგან, შემდეგ კი მათი გაყიდვა ყავის მაღაზიებზე”, ამბობს დანიელა ლუკა, კომპანიის Nida ბიზნესის განვითარების დირექტორი.

კომპანიის Nida ინოვაცია შთამბეჭდავია, რადგან მას აქვს სერიოზული გლობალური პრობლემის გადაჭრის პოტენციალიეს პრობლემაა ჩვენი დამოკიდებულება პლასტმასზე და მისი გადაჭარბებული მოხმარება.

ქარის დამჭერი

ამასობაში აზერბაიჯანული სტარტაპი Airflec, მუშაობს ინტელექტუალურ დანადგარზე, რომელიც მანქანის საბარგულში თავსდება. მისი მუშაობის პრინციპია ქარის დაჭერა დამატებითი ენერგიის გამოსამუშავებლად მანქანის მოძრაობის დროს. ეს დამატებითი ენერგია ზრდის მანქანის მიერ გავლილ მანძილს 10%-მდე და ამცირებს დამუხტვის დროს.

დანადგარი არ აბრკოლებს მანქანის აეროდინამიკას და როდესაც მძღოლი აქსელერატორიდან ფეხს იღებს, ის ფაქტიურად მანქანის სიჩქარეს ამცირებს. მანქანის  გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის დროსაც კი, დანადგარი იჭერს ქარს, თუკი ის არის, და აწარმოებს დამატებით ელექტროენერგიას”, ამბობს კომპანიის Airflec აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი აიდან გადირზადე

  • ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს
    Startup from Moldova, Nida
  • ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს
    Aydan Gadirzade, Azerbaijani startup “Airflec”

საბოლოო პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდება მომავალ წელს, აეროდინამიკურ ტურბინაზე ექსპერიმენტების დამთავრების შემდეგ.

ჭკვიანი და სუფთა სისტემა

ვინაიდან მზის ბატარეებს სათანადო ფუნქციონირებისთვის რეგულარული წმენდა სჭირდება, ქართულმა კომპანიამ Irnero შეიმუშავა იაფიჭკვიანითვითმწმენდი სისტემა მზის ბატარეის პანელებისთვის, რომელიც ადამიანურ რესურსს  არ საჭიროებს. სისტემის დამონტაჟება შესაძლებელია ყველგან, სადაც არის მზის ბატარეები და მისი გამოყენება მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი.

ჩვენი ინოვაცია იდეალურია ძნელად მისადგომი ადგილებისთვის, რომლებიც ძნელი გასაწმენდია. დანადგარისჭკვიანიელექტრონული სისტემა ადგენს, როდის ჭუჭყიანდება პანელი და ავტომატურად წმენდს მას. ეს გამორიცხავს ძვირადღირებული გუნდის გამოყენების საჭიროებას, რომელიც აქამდე პანელების გასაწმენდად იყო საჭირო”, განმარტავს  ლუკა პაჭკორია, კომპანიის Irnero დამფუძნებელი.

კომპანიას Irnero უკვე გაფორმებული აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება მზის პანელების უდიდეს მწარმოებელთან რეგიონში და მალე მასობრივ პროდუქციაზეც დაიწყებს მუშაობას.  

ბიოწყალბადი ნარჩენებისგან

და ბოლოს, სომხურმა კომპანიამ შეიმუშავა ბიოწყალბადის მიღების მეთოდი ღვინის, ყავის და ლუდის ნარჩენებისგან. საბოლოო პროდუქტი არ აბინძურებს გარემოს და როგორც ენერგიის წყარო, განახლებადიაბიოწყალბადის წარმოების სხვა პროცესებთან შედარებით, ეს ტექნოლოგია 100%-ით ნარჩენების გამოყენებას ემყარება, ხოლო წარმოების დროს არ არსებობს მაღალი ტემპერატურის გამოყენების აუცილებლობა.

გსურთ მათ ადგილზე ყოფნა მომავალ წელს?

კონკურსი ClimateLaunchpad ოთხი ეტაპისგან შედგება: სასწავლო ბანაკი, ინტენსიური ტრენინგი, ეროვნული ფინალი და გლობალური გრანდფინალი. მეწარმეებს ან სტარტაპებს შეუძლიათ განაცხადების შეტანა საკუთარ ქვეყნებში, ქვეყნიდან კი ხდება მინიმუმ შვიდი ინოვაციის შერჩევა. შერჩეული წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ ორდღიან სასწავლო ბანაკში, რასაც მოსდევს ტრენინგის ექვსი ინტენსიური სესია მათი პრეზენტაციის და ბიზნეს მოდელის დასახვეწად. ამ სესიებში, რომლებიც მთელი მსოფლიოს 70-მდე წერტილში ტარდება, მონაწილეობენ თანამეგობრობის წევრი ინსტრუქტორები ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციიდან EIT Climate-KIC, რომელიც დგას კონკურსის ClimateLaunchpad უკან.

  • ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს
    Luka Patchkoria, Georgian startup “Irnero”

ამის შემდეგ გუნდები მზად არიან პრეზენტაციების მოსაწყობად ჟიურის წინაშე ეროვნულ ფინალში. საბოლოოდ, თითოეული ეროვნული ფინალის გამარჯვებულს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა გლობალური გრანდფინალის კონკურსში, რომლის ჩატარების ადგილი ყოველწლიურად იცვლება.

პრობლემების გადაჭრა

კონკურსის ClimateLaunchpad ერთერთი ინსტრუქტორია ნი რონ ბლომერსი, რომელსაც აქვს სუფთა ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიის და სტარტაპების სფეროში მუშაობის 25-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.

კონკურსის ClimateLaunchpad მიმდინარეობისას ჩვენ ძირითადად ვხვდებით ორ თანადამფუძნებელს და ვისმენთ მათ იდეას. ჩვენ ვაძლევთ მათ ბიძგს საკუთარი იდეების სტარტაპად გარდაქმნისათვის და ვასწავლით მეწარმეობის საფუძვლებს”, ამბობს ის.

გარდა ამისა, ბლომერსს აქვს რამდენიმე რეკომენდაცია დამწყები მეწარმეებისთვის სუფთა ტექნოლოგიების სფეროში. პირველი ორი წლის განმავლობაში თქვენ განუწყვეტლივ წააწყდებით ახალ პრობლემებსასეთია მოცემულობა. წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეგიძლიათ ამ პრობლემების გადაჭრა”.

  • ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს
    ClimateLaunchpad, Amsterdam
  • ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს
    ClimateLaunchpad, Amsterdam
  • ღონისძიებაზე ClimateLaunchpad სტარტაპებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სუფთა ტექნოლოგიების სფეროს ინოვაციები წარადგინეს
    ClimateLaunchpad, Amsterdam

გლობალური ფინალის გამარჯვებულებმა მიიღეს ფულადი პრიზები, ხოლო ყველა ფინალისტი, კომპანიის Carbominer ჩათვლით, მომავალში მონაწილეობას მიიღებს აქსელერატორპროგრამაში სუფთა ტექნოლოგიების სფეროს მეწარმეებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს EIT Climate-KIC.

ეტაპობრივი მიდგომა

კონკურსი ClimateLaunchpad 2014 წელს დააარსა სუფთა ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულმა მეწარმემფრანს ნაუტამ. მისი მანტრა მარტივი იყო: თუ გსურს რთული პრობლემის გადაჭრა, მიეცი ის მეწარმეებს და გადაჭერი ეტაპობრივად. ამის შედეგად, ინიციატივის ClimateLaunchpad დევიზი გახდა – “კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრა ერთი სტარტაპით ერთ ჯერზე”.

დამატებითი ინფორმაცია ფინალისტების შესახებ იხილეთ აქ.

გსურთ განაცხადის შეტანა? საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია,  რომლებსაც შეუძლიათ თქვენთვის რჩევების მოცემა, იხილეთ აქ.

ავტორი: ტომ ო’კონნელი




გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,