ზაზუნა ოზი დაბრუნდა! სუფთა ენერგიის მნიშვნელობაზე საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ივნისი 6, 2023

ზაზუნა ოზი დაბრუნდა! სუფთა ენერგიის მნიშვნელობაზე საინფორმაციო კამპანია დაიწყო


EU4Energy პროგრამამ, EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით, ბავშვებისათვის ახალი საინფორმაციო კამპანია დაიწყო:  ზაზუნა ოზი პლანეტის გადასარჩენად ახალ თავგადასავალში ებმება.

მიმდინარე კამპანია ეძღვნება განახლებად ენერგიას და ის 2023 წლის 5 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება. კამპანია ეყრდნობა ოზის პირველ თავგადასავალს — გასულ წელს გამოცემულ კომიქსს, ნათურა, რომლის მთავარი გზავნილიც ენერგიის დაზოგვას ეხებოდა

კომიქსის მეორე სერიას, რომელიც 5 ივნისს გამოქვეყნდა, შუშის სფერო ჰქვია. მისი მეშვეობით, ბავშვები განახლებადი ენერგიის წყაროებს გაეცნობიან და გაიგებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტისთვის სუფთა ენერგიის გამოყენება.

კომიქსი მარტივი ენით უხსნის მოზარდებს, როგორ მუშაობს ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და მზის ენერგია — კერძოდ, როგორაა შესაძლებელი ბუნებრივი ელემენტების ენერგიად გარდაქმნა. 

შუშის სფეროში ზაზუნა ოზი თავის მეგობრებს ეხმარება, დაინახონ ის მძიმე მომავალი, რომელიც მათ პატარა ქალაქს ელის, თუკი მოსახლეობა ენერგიის სხვაგვარად გამომუშავებას არ დაიწყებს. საბოლოოდ, კომიქსის გმირები კარსმომდგარი კატასტროფის შეჩერებას იმის გააზრებით ახერხებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის ეკომეგობრული გზებით მოპოვება. ისინი პლანეტის ბედს ცოდნის გავრცელებით ცვლიან და მოსახლეობას მწვანე ენერგიის მოპოვებაში ეხმარებიან. 

კომიქსის მთავარი გზავნილის გასავრცელებლად, EU NEIGHBOURS east პროგრამა ზაზუნა ოზის მონაწილეობით სოციალურ ქსელებში მედიაკამპანიას იწყებს. კამპანია ევროკავშირის „მწვანე კვირეულის“ პერიოდში გაიმართება და მასში სკოლის მოსწავლეები სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისა თუ სასკოლო აქტივობების მეშვეობით ჩაერთვებიან. 

კომიქსი შექმნილია „EU4Energy პროგრამის II ფაზის — სუფთა ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, ფარგლებში, რომლის მიზანიცაა, მხარი დაუჭიროს რეგიონის სუფთა ენერგიაზე გადასვლასა და მისი ენერგობაზრების ლიბერალიზაციას. 

დამატებითი ინფორმაცია

ოზი და შუშის სფერო

EU4Energy-ის კამპანია განახლებად ენერგიაზე 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,