გაიცანი ოზი: ევროკავშირის ახალი კამპანია ბავშვებს ენერგიის დაზოგვაში დაეხმარება
აპრილი 28, 2022

გაიცანი ოზი: ევროკავშირის ახალი კამპანია ბავშვებს ენერგიის დაზოგვაში დაეხმარება


გაიცანი ოზი, საყვარელი ზაზუნა — ის გარემოზე ზრუნავს და იმ ახალი კამპანიის სახეა, რომელიც ბავშვებს ენერგიის დაზოგვაში დაეხმარება. 

საინფორმაციო კამპანია, რომელიც EU4Energy პროგრამის მიერ „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს“ პროექტთან ერთადაა ორგანიზებული, 2022 წლის 28 აპრილიდან 8 მაისამდე პერიოდში გაგრძელდება. მისი მთავარი მოქმედი პირი ზაზუნა ოზია, რომელიც ენერგიის ეფექტიანად გამოყენებისთვის მიძღვნილი ახალი კომიქსის, „ნათურა“, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. 

კომიქსის მიზანია, ახალგაზრდა თაობამ უკეთ გაიაზროს ენერგიის ეფექტიანობის მნიშვნელობა და ენერგიის გაფლანგვის უარყოფითი გავლენა ბუნებასა და გარემოზე. წიგნი ბავშვებს ენერგიის დაზოგვის ისეთ მარტივ გზებს ასწავლის, როგორიცაა, მაგალითად, გათბობის დაბალ ტემპერატურაზე დაყენება ან იმ მოწყობილობების გამორთვა, რომლებსაც არ ვიყენებთ. 

„ნათურა“ ოთხი მეგობრის და მათი შინაური ცხოველების ამბავს გვიყვება. ისინი ტყეში ძველ სახლს პოულობენ, სადაც ცხოველები პროფესორ სლეიტს ენერგიის მიღების იმ ალტერნატიული გზების პოვნაში ეხმარებიან, რომლებიც გარემოს ზიანს არ მიაყენებს. პროფესორი სლეიტი ბავშვებს უჩვენებს, რა საშინელება შეიძლება დაატყდეს თავს პლანეტას და მის მოსახლეობას, თუ ადამიანები ენერგიის ეფექტიანად გამოყენებას არ დაიწყებენ. ბავშვები, რომლებიც ენერგიის გაფლანგვის შემცირებით პლანეტის გადარჩენის იდეის გარშემო ერთიანდებიან, ზაზუნა ოზისთან ერთად ერთი ქალაქის ცხოვრების გარდაქმნას ახერხებენ.

კომიქსში აღწერილი ენერგიის დაზოგვის რჩევების უკეთ გასააზრებლად, „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ბავშვებისათვის ზაზუნა ოზის მონაწილეობით სოციალურ მედიაკამპანიას იწყებს. კამპანია სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე და სასკოლო ღონისძიებების სახით ჩატარდება.

კომიქსი EU4Energy პროგრამის II ფაზის – სუფთა ენერგიაზე გადასვლის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ფარგლებში შეიქმნა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ენერგეტიკის სფეროში მყარი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების ჩამოყალიბებას, რეგიონის სუფთა ენერგიაზე გადასვლას და მისი ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციას. 

დამატებითი ინფორმაცია

დაეხმარე ოზის ენერგიის დაზოგვაში

ჩამოტვირთე კომიქსი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,