ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ევროკომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა 
ნოემბერი 28, 2024

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ევროკომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა 


ევროპის ვალდებულებები  დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვის და სხვა კანდიდატი ქვეყნების წინაშე „ყოველთვის უფრო ძლიერი იქნება“, ვიდრე რუსეთის ძალისხმევა „აღკვეთოს მათი ევროპული მომავალი“, განაცხადა დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის ახალი შემადგენლობის და მისი პროგრამის წარდგენისას. 

ევროკომისიის წევრებს შორის ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ახალი კომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხში და განაცხადა, რომ „მარტა კოსი – თავისი უდიდესი გამოცდილებით – ამ სამუშაოსთვის შესაფერისი ადამიანია“.  მან ასევე დასძინა: „ჩვენი საქმიანობის მამოძრავებელი ძალა ყოველთვის იქნება  დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის საფუძველზე გაერთიანებული კონტინენტის ხედვა“. 

„ევროპაზე ოცნება მოიცავს დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და  მათ საზღვრებს გარეთ მდებარე ქვეყნებს. ჩვენ ვნახეთ უკრაინელი ხალხის სიმამაცე ევროპისკენ   მიმავალ გზაზე.  ჩვენ ვნახეთ მოლდოველი ხალხის გამძლეობა მისი  ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში /…/ ამავდროულად  ვნახეთ, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს არაფრის წინაშე მათი ევროპული მომავლის აღსაკვეთად “, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე წარადგინა პირველი ევროპელი კომისარი თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი და თქვა: „ომი მძვინვარებს ევროპის საზღვრებზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რაც წინ გველის – და ამ პროცესში ნატოსთან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ“.

”მხოლოდ ერთი რიცხვი. რუსეთი თავისი მშპ-ს 9%-მდე ხარჯავს თავდაცვისთვის, ხოლო ევროპა – საშუალოდ 1,9%-ს. ამ განტოლებაში რაღაც არასწორია. ჩვენი თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს“, – დასკვნის სახით განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,