უნარების ევროპული წელი: გამოავლინე შენი შესაძლებლობები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
მაისი 10, 2023

უნარების ევროპული წელი: გამოავლინე შენი შესაძლებლობები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში


9 მაისს, ევროპის დღეს, ევროკომისიამ  უნარების ევროპული წელი ოფიციალურად დაწყებულად გამოაცხადა. მის ფარგლებში წარმოჩნდება თანამედროვე უნარების ათვისებისა და პროფესიული განათლების მიღების მნიშვნელობა, რაც ევროკავშირის და სხვა ქვეყნების კომპანიებს კადრების სიმწირის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.

იმავე დღეს ბრიუსელში და მთელ ევროპაში გაიმართა უნარების ევროპული წლის ფესტივალი, რომელზეც ხაზი გაესვა უნარების შეძენის მნიშვნელობას ადგილობრივ, ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირი ახორციელებს მრავალ პროექტს, პროგრამასა და ინიციატივას, რომლებიც მოსახლეობის უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. ევროკავშირის ეს საქმიანობა „მწვანე“ და ციფრული გარდაქმნის პირობებში ინოვაციებისა და კონკურენტუნარიანობის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. 

უნარების ევროპული წლის აღსანიშნავად, EU NEIGHBOURS east პროგრამა სპეციალურ კამპანიას ატარებს. მაისის განმავლობაში თქვენ გაიგებთ, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებსა და მოქმედ ბიზნესებს. გარდა ამისა, პროგრამა ახალგაზრდებს პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებს და აუხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კვალიფიკაციის ამაღლება ან, ზოგ შემთხვევაში, პროფესიის შეცვლაც კი.   

საქართველოში ხელმისაწვდომი მსგავსი შესაძლებლობების შესახებ მეტის გასაგებად, გაეცანით ჩვენ მიერ შეკრებილ მასალას. აქ თავმოყრილია ინფორმაცია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მეწარმეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიების უნარები, კომუნიკაცია და ლიდერობა, ახალი პროფესიის დაუფლება, უმაღლესი განათლება და მედიაწიგნიერება. 

გარდა ამისა, უახლოესი კვირების განმავლობაში EU NEIGHBOURS east-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდება უნარების ათვისებაზე ორიენტირებული ევროკავშირის პროგრამების მონაწილეთა წარმატების ისტორიები და ჟურნალის, YEAs Magazine („ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჟურნალი“), ნომერი, რომელიც უნარების თემას ეძღვნება. 

ასევე, ადევნეთ თვალი EU NEIGHBOURS EAST პროგრამის სოციალური მედიის გვერდებს. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მომუშავე ბლოგერები ევროკავშირთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარებისა და იმის შესახებ ისაუბრებენ, თუ როგორ დაიწყოთ საკუთარი პროექტი და ისწავლოთ ან იმუშაოთ საზღვარგარეთ.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,