თბილისში ვიქტორინის, „რა? სად? როდის?“, ევროპული მარათონის 2024 წლის პირველი თამაში გაიმართა
თებერვალი 16, 2024

თბილისში ვიქტორინის, „რა? სად? როდის?“, ევროპული მარათონის 2024 წლის პირველი თამაში გაიმართა


თბილისში პოპულარული ვიქტორინის, „რა? სად? როდის?“, ევროპული მარათონის 2024 წლის პირველი თამაში ჩატარდა. 

თამაშში ერთდროულად გაიმართა თბილისის 11 უბანსა და არასრულწლოვანთა კოლონიაში. მათში, საერთო ჯამში, 850-ზე მეტი მოსწავლისგან შემდგარმა 140-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

თამაშისათვის მომზადებული კითხვები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სახალისო და ინტერაქტიური გზით მიიღონ ინფორმაცია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების შესახებ. თამაშში ჩართვა მერვე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ.

თამაშების სერია, „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“, 2023 წელს დაიწყო.

დღეისათვის კახეთის, აჭარის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ჩატარებულ თამაშებში მონაწილეობა 3,500-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მიღებული. 

2024 წლის განმავლობაში თამაშები ასევე ჩატარდება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. 

მარათონი საზეიმო ფინალით დასრულდება, რომელიც 2024 წლის მაისში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,