თბილისში „უნიკალური ქართული გემოს“ აგრობაზარი გაიმართა
ნოემბერი 4, 2022

თბილისში „უნიკალური ქართული გემოს“ აგრობაზარი გაიმართა


აგრობაზარი, „უნიკალური ქართული გემო“, მეოთხედ, დედაენის პარკში  გაიმართა. ფერმერთა ბაზრობების ეს სერია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.  

აგრობაზრის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ და ადგილობრივი პროდუქტები წარადგინეს. ორ-დღიან ღონისძიებაში დაახლოებით 50-მა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა და გაყიდა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ქართული ყველი, ხორცპროდუქტები, თაფლი, ღვინო, ჩაი და სხვა.  

აგრობაზარში FAO-ს პროგრამის ბენეფიციარი, რძის პროდუქტების მწარმოებელი ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიების ყველა მონაწილეს, FAO-ს ხელშეწყობით, სურსათის უვნებლობისა და ბიზნესის მართვის ტრენინგები ჰქონდა გავლილი. მონაწილეთა გარკვეულ ნაწილს კი FAO, ევროკავშირის მხარდაჭერით, საჭირო დანადგარების შესაძენად თუ სამუშაო გარემოს გასავითარებლად ფინანსურადაც დაეხმარა.

„უნიკალური ქართული გემოს“ კიდევ ორი ღონისძიება 2022 წლის ნოემბერსა და დეკემბერში იგეგმება. 

აგრობაზარი ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი და FAO-ს მიერ EU4Business ინიციატივის, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“, ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების სფეროებში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,