თბილისში მულტიმედიური გამოფენა, „პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს“, გაიხსნა 
ივნისი 26, 2024

თბილისში მულტიმედიური გამოფენა, „პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს“, გაიხსნა 


25 ივნისს თბილისში მულტიმედიური გამოფენა, „პეიზაჟი მოგვითხრობს ამბავს“ გაიხსნა.

გამოფენაში, რომლის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ვიზუალური ხელოვნების ქართველი წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

ხელოვანებმა გასული ორი თვის განმავლობაში მულტიმედიური ნამუშევრების მრავალფეროვანი კოლექცია შექმნეს, რომელიც ფერწერას, ქანდაკებას, ვიდეოინსტალაციებსა და ილუსტრაციებს აერთიანებს. გამოფენილი ნამუშევრების ძირითადი თემაა ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

გამოფენის დათვალიერება შესაძლებელი იქნება 25-იდან 30 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღე, 12-00 საათიდან 18:00 საათამდე.

გამოფენა ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „საქართველოს ენერგოსექტორის რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერა (GESRP)“, და „საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP)“, ფარგლებში. ინიციატივას მხარს ასევე უჭერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

დამატებითი ინფორმაცია

გამოფენის Facebook-ის გვერდი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,