თბილისში კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023“, გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თებერვალი 6, 2024

თბილისში კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023“, გამარჯვებულები გამოვლინდნენ


2 თებერვალს თბილისში კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

ბეჭდური, სამაუწყებლო, ელექტრონულ და ფოტოჟურნალისტიკის სფეროების მომცველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ დააჯილდოვა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზის მფლობელი კი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ტიბორ კოზმამ გამოავლინა. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 2012 წელს დაარსებული კონკურსი ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმსა და ეთიკურ ქცევას უჭერს მხარს. EUMM-ის სპეციალური პრიზი კი კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე იმ მედიასაშუალებებს აჯილდოებს, რომლებიც ნდობისა და მშვიდობის აღდგენას ემსახურებიან. 

კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, 2023 წლის გამარჯვებულები არიან:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

გამარჯვებული: ლანა კოკაია (რადიო თავისუფლება)

  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში:

გამარჯვებული: სესილი ბოჭოიძე (ტელეკომპანია ფორმულა)

  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

გამარჯვებული: გიორგი მგელაძე (რადიო თავისუფლება) 

  • საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

გამარჯვებული: მარიამ ნატროშვილი (ინდიგო)

  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო:

გამარჯვებული: ზურაბ ცერცვაძე (Agency France Press)

  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

გამარჯვებული: ანასტასია ბახტურიძე (ინდიგო)

  • EUMM-ის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში:

გამარჯვებული: მამუკა ყუფარაძე (თანაავტორი მადინა გაგლოევა, „სტუდია რე“)

პირველი ექვსი კატეგორიის თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 5,200 ლარს მიიღებს. EUMM-ის სპეციალური პრიზის მფლობელი კი ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ლონდონის ოფისში ერთთვიან სტაჟირებას გაივლის.

კონკურსი, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, მომდევნო წლისათვის განაცხადების მიღებას 2024 წლის 3 მაისს დაიწყებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,