თბილისში ევროკავშირი-საქართველოს პირველი ბიზნესფორუმი გაიმართა
ივნისი 23, 2022

თბილისში ევროკავშირი-საქართველოს პირველი ბიზნესფორუმი გაიმართა


2022 წლის 21 ივნისს თბილისში „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი 2022“ გაიმართა. ღონისძიება დედაქალაქში ევროპული ბიზნესის ასოციაციის (EBA) ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პირველად ჩატარდა.

ფორუმს 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ბიზნესის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ღონისძიებაზე სპეციალური სივრცე ფორუმის მონაწილეებს შორის პირისპირ შეხვედრებს (B2B) დაეთმო. პარალელურად კი წარმატებული ევროპული კომპანიების პროდუქციის გამოფენა მოეწყო.

გარდა ამისა, ევროპულმა ბიზნესის ასოციაციამ ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის საკუთარი კონცეფცია წარმოადგინა. ინიციატივის მიზანს ბიზნესსექტორის გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებელი მექანიზმის შექმნა წარმოადგენს. 

„ევროკავშირი დიდი ხანია, უწყობს ხელს ევროპული ბიზნესის და ევროკავშირთან ვაჭრობაში მონაწილე ქართული ბიზნესის გაძლიერებას. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ჩვენ ევროპული ბიზნესის ასოციაციასთან ერთად ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის შექმნაზე გვემუშავა. პლატფორმა აღნიშნული ამბიციური გეგმის შესასრულებლად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივნისი 18, 2024

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს თურქეთსა და კავკასიაში ახალი მმართველი დირექტორი ჰყავს

ივნისი 18, 2024

ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები საქართველოს ევროპული მომავლისადმი სალომე ზურაბიშვილის ერთგულებას მიესალმებიან

ივნისი 18, 2024

„უცხოელი აგენტების კანონი“: საქართველოს სამინისტროებს სამოქალაქო სექტორზე 10-ჯერ მეტი დაფინანსება აქვს ევროკავშირისგან მიღებული

ივნისი 14, 2024

ევროკავშირი საქართველოში ციფრული ჩართულობით სოფლის გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს

ივნისი 14, 2024

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ბოლო მოუღოს დაშინების, მუქარის და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,