თბილისის ევროკლუბი დედაქალაქის სკოლებს ინიციატივაში ჩართვისაკენ მოუწოდებს
მარტი 30, 2023

თბილისის ევროკლუბი დედაქალაქის სკოლებს ინიციატივაში ჩართვისაკენ მოუწოდებს


29 მარტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა თბილისის ევროკლუბმა დედაქალაქის სკოლების დირექტორებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი დირექტორებისთვის ევროკლუბებისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

ათზე მეტი სკოლის დირექტორის გარდა, შეხვედრას ევროკომისიის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროექტისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. დირექტორები არა მხოლოდ ინიციატივის პრინციპებსა და საქმიანობას გაეცნენ, არამედ ისიც გაიგეს, თუ როგორ შეუძლიათ მათ მოსწავლეებს სკოლებში ევროკლუბების ორგანიზება და მათში მონაწილეობა.

გასული სექტემბრიდან მოყოლებული, თბილისის ევროკლუბი 1990-იანი წლების შუა პერიოდში დაარსებული კერძო სკოლის, „ლომისი 1-ის“ სივრცეში მდებარეობს. „ევროკლუბის გახსნამ ძალზე დადებითი გავლენა იქონია მოსწავლეებზე. სკოლაში მათი ჩართულობის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა და აკადემიური მოსწრებაც კი გაუმჯობესდა. კლუბმა მათ სტიმული და მოტივაცია მისცა და იმის რწმენაც ჩაუნერგა, რომ წინ ნათელი მომავალი ელით“, — განაცხადა სკოლის დირექტორმა, თამარ ბარძიმაშვილმა. 

მან ასევე დაურთო, რომ ევროკლუბი იზიარებს მის მიზანს, შექმნას საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც სწავლის პროცესს ნაკლებად სტრესულს და მეტად სახალისოს გახდის. „განათლება უნდა იყოს გზა ბედნიერებისა და თავისუფლებისკენ“, — აღნიშნა თამარ ბარძიმაშვილმა.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,