ტექ პროგრამებში ქალთა მენტორობის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი დაინტერესებულ მხარეთა პირველ შეხვედრას მართავს
ივლისი 3, 2024

ტექ პროგრამებში ქალთა მენტორობის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი დაინტერესებულ მხარეთა პირველ შეხვედრას მართავს


1 ივლისს თბილისში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) და ევროპის ბიზნეს ასოციაციამ (EBA) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“, ფარგლებში დაინტერესებული მხარეების პირველ შეხვედრას უმასპინძლეს. 

პროექტის მიზანია სამ ნაკადად მოიზიდოს 1,100 ბენეფიციარი და 320 მენტორი რეგიონული მრავალფეროვნების ხელშეწყობით, რაც რეგიონებიდან მონაწილეთა მინიმუმ ერთი მესამედის შერჩევით მიიღწევა.

მენტორობის ხუთთვიანი სესიები შემდეგ ხუთ ძირითად ტექნოლოგიურ სფეროს მოიცავს: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი.  პირველი სესიის მონაწილეთა გადამზადება ივლისში დაიწყება და მასში სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე შერჩეული 100 ბენეფიციარი და 70 მენტორი ჩაერთვება.

დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მიზნებთან დაკავშირებული ისეთი თემები, როგორიცაა  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ქართველ ქალთა ცოდნისა და კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესება. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამ მიზნის მიღწევის ერთი გზა  დემოკრატიულ და ეკონომიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის ხელშეწყობაა. 2024 წელს ეს ქალებისთვის ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასაც ნიშნავს“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,