
ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა (EESC) საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სკოლებს 19-20 მარტს ბრიუსელში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, „შენი ევროპა, შენი სათქმელი!“ (YEYS), უმასპინძლა. ღონისძიება ეძღვნებოდა თემას „აზრიანი კავშირები, აქტიური მონაწილეობა და დემოკრატიული ჩართულობა“.
ღონისძიებაზე თავი მოიყარა 140-მდე მონაწილემ, რომელთა შორისაც იყვნენ საშუალო სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული ახალგაზრდები. YEYS-ის ინტერაქტიურ სამუშაო შეხვედრებზე, გაცნობით აქტივობებსა და ჯგუფურ დისკუსიებზე დამსწრეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რა გზებითაა შესაძლებელი ახალგაზრდების დემოკრატიულ პროცესებში მეტად აქტიურად ჩართვა და ინკლუზიური დიალოგის ხელშეწყობა.
„ახალგაზრდების ჩართულობა ჩემი მანდატის უმთავრესი პრიორიტეტია“, – განაცხადა EESC-ის პრეზიდენტმა, შაიმუს ბოლანდმა, – „EESC-ში ჩვენ გვჯერა, რომ ახალგაზრდები ევროპის მომავლის მთავარი შემოქმედები უნდა იყვნენ. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც ისინი შეხვედრას, იდეების გაზიარებას, შეხედულებათა გადახედვასა და პრობლემების დასაძლევი გზების დასახვას შეძლებენ“.
YEYS-ის უკანასკნელ სესიაზე ახალგაზრდებისგან შემდგარმა ჯგუფებმა წინადადებები წარადგინეს, რომლებიც ევროკომისიას გადაეცემა ევროკავშირის იმ მომდევნო ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავების დროს გასათვალისწინებლად, რომელიც 2027 წლის მარტში გამოქვეყნდება.
„ევროკომისიისთვის ახალგაზრდობა მისი არსებობის პირველივე დღიდან არის პოლიტიკური პრიორიტეტი“, – განაცხადა თაობათაშორისი სამართლიანობის, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის კომისარმა, გლენ მიკალეფმა, თავის ვიდეოშეტყობინებაში.
YEYS-ის გუნდმა 27 წევრი სახელმწიფოდან, ცხრა კანდიდატი ქვეყნიდან და გაერთიანებული სამეფოდან შესული 515 სასკოლო და 2,596 ინდივიდუალური განაცხადიდან 37 სკოლა (თითო ყველა ქვეყნიდან) და 43 ინდივიდუალური მონაწილე შეარჩია. საქართველოდან ღონისძიებას მწვანე სკოლა (დიღომი, თბილისი) დაესწრო.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.