„შემოქმედებითი ევროპის“ ახალი საჯარო პანელი მის შედეგებს და სტატისტიკას ასახავს
აპრილი 15, 2026

„შემოქმედებითი ევროპის“ ახალი საჯარო პანელი მის შედეგებს და სტატისტიკას ასახავს


რამდენი პროექტი და გრანტის მიმღები დაფინანსდა ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში ბოლო წლებში? რომელ კულტურულ და შემოქმედებით სექტორებში აქტიურობდნენ ისინი და რომელ ქვეყნებში იმოგზაურეს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ?

ეს და სხვა მონაცემები ახლა „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ შექმნილ ინტერაქტიულ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. პლატფორმა უზრუნველყოფს ეფექტიანობის ძირითად მაჩვენებლებზე და მონაცემებზე წვდომას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. თანდართული გვერდი „შემოქმედებითი ევროპა რიცხვებში“ ხელმძღვანელობას გაგიწევთ პლატფორმაზე და გთავაზობთ მზა დინამიურ დიაგრამებს, რომლებიც პირველ ეტაპზე პროგრამის უამრავი მონაცემის გაცნობაში დაგეხმარებათ.

ამ ინსტრუმენტით ევროკომისია მიზნად ისახავს გამჭვირვალობის ხელშეწყობას და ცოდნის გაღრმავებას შემოქმედებითი ევროპის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ მონაცემთა ვიზუალიზაციის, დიაგრამებისა და დინამიური რუკების საშუალებით. მომხმარებლებს შეუძლიათ პროგრამის მონაცემების შესწავლა მორგებადი ფილტრების მხარდაჭერით, რაც მათ საშუალებას აძლევს საკუთარი მოგზაურობა კონკრეტულ ინტერესებს, მაგ., ქვეყანას ან კულტურულ და შემოქმედებით სექტორებს მოარგონ.

საინფორმაციო პანელის გამორჩეული მახასიათებელია მისი  სპეციალური განყოფილება კულტურის მიმართულებაზე, რომელიც იძლევა მხატვრებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალების მობილობის გაცნობის შესაძლებლობას მობილობის სქემის ფარგლებში სახელწოდებით „ევროპას კულტურა ამოძრავებს“ (Culture Moves Europe).

„შემოქმედებითი ევროპის“ 2021-2027 წლების პროგრამის ბიუჯეტი 2.44 მილიარდ ევროს შეადგენს, წინა წლების პროგრამის (2014-2020) 1.47 მილიარდ ევროსთან შედარებით. „შემოქმედებითი ევროპა“ ინვესტირებას ახორციელებს ისეთ საქმიანობაში, რომელიც აძლიერებს კულტურულ მრავალფეროვნებას და კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების საჭიროებებს და გამოწვევებს პასუხობს. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სომხეთის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კულტურის სფეროს და შემოქმედებით ორგანიზაციებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შემოქმედებითი ევროპა რიცხვებში

შემოქმედებითი ევროპის საჯარო პანელი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,